ირინა კალანდაძე

ირინა კალანდაძე

ასოცირებული პროფესორი

ბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი. 1981 წელს დაამთავრა  თსუ, ბოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით ბიოქიმია. 1988 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1981 წლიდან დღემდე მუშაობს ი. ბერიტაშვილის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, პარალელურად კი ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2007-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს განმანათლებელთა ასოციაციაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების კონსულტანტად. 1997–2011 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო გრანტების მონაწილე. 2010–2016 წლებში  იყო გამოცდების ეროვნული ცენტრის გამსწორებელი. არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.