ხათუნა ქორიძე

ხათუნა ქორიძე

პროფესორი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, 1996 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია. 2002 წ. გაიარა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი გერმანიის ქ. ჰასფურტში, კლაუს ფოილნერის სტომატოლოგიურ კლინიკაში. 2001-2006 წლებში.  სადისერტაციო თემაზე ,,ქრონიკული რეციდიული აფთური სტომატიტის რისკის ფაქტორები და მკურნალობის ოპტიმიზაცია“ მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის წოდება. 1996 წლიდან დღემდე მუშაობს ქ. თბილისის ომის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალში. 2006 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას.  2012 წელს იყო დ. აღმაშენებლის სახელობის  სამედიცინო უნივერსიტეტში  რეზიდენტურის პროგრამის ხელმძღვანელი,  2013 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, სადაც კითხულობს ლექციებს თერაპიულ სტომატოლოგიაში.  არის მრავალი სამედიცინო პროგრამის მონაწილე, არაერთი სერთიფიკატის მფლობელი და 10-მდე სამეცნიერო სტატიის ავტორი.