ტატიანა ზუბიაშვილი

ტატიანა ზუბიაშვილი

პროფესორი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2000 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით  მიენიჭა მედნიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. არის 87 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი. აქტიურად მონაწილეობს სამეცნიერო გრანტებსა და პროგრამებში. აქვს არაერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე  პედაგოგიური მოღვაწეობის ხანგრძლივი სტაჟი. კითხულობს ლექციებს შინაგან მედიცინაში, კარდიოლოგიასა და გერიატრიაში, როგორც ქართულ ასევე რუსულ ენაზე. არის ექვსი სადოქტორო დისერტაციისა და ათი საკანდიდატო დისერტაციის საექსპერტო კომისიის წევრი. უკავია „საქართველოს გერონტოლოგთა და გერიატრთა საზოგადოების“ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა. 1982 წლიდან  მუშაობს თერაპიის ს/კ  ინსტიტუტში, თერაპიული განყოფილების გამგედ; 2012 წლიდან  მუშაობს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მოწვეულ სპეციალისტად. ასევე 2010 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე იკავებს პროფესორის თანამდებობას.