გიორგი ბერიაშვილი

გიორგი ბერიაშვილი

პროფესორი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 2008 წლის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტომატოლოგიური ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში. კითხულობს ლექციებს შემდეგ სასწავლო დისციპლინებში: ყბა-სახის ქირურგია, თერაპიული სტომატოლოგია და ბავშვთა ქირურგიული სტომატოლოგია. 2010-2012 წლებში მუშაობდა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში ასისტენტ პროფესორად. 2012 წლიდან მუშაობს სს „ევექსში“ ყბა - სახის ქირურგად, არის ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ასევე 2002 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს სხვადასხვა სტომატოლოგიურ კლინიკებსა და შპს „ლანცეტის“ ყბა-სახის ქირურგიის სამსახურს. 2012 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მუშაობს  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.