თამარი ბერიძე

თამარი ბერიძე

ასოცირებული პროფესორი

ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი. 1994 წელს მიენიჭა მათემატიკოსის კვალიფიკაცია (თსუ), 1998 წ. მენეჯერის კვალიფიკაცია (სტუ), 2006 წ. ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი (სტუ), 2006 წ. ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (სტუ). შრომითი საქმიანობა დაიწყო სტუ-ში 1994 წ. 2007 წ-დან არის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთ. სპეციალისტი, 2009-2013 წწ. იყო სტუ-ს ასოცირებული პროფესორი, 2015 წლიდან დღემდე  არის სტუ-ს პროფესორი. ასევე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და სიმპოზიუმებში.  არის საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსი, სადოქტორო დისერტაციების დაცვის კომისიის თავმჯდომარე,  სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისიის წევრი, სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომების ხელმძღვანელი, რეცენზენტი, სტუდენტთა საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელი, საგრანტო კვლევითი პროექტების მონაწილე, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სილაბუსების ავტორი, სახელმძღვანელოების რეცენზენტი, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მ. შ. მონოგრაფიის, სახელმძღვანელოებისა და სალექციო კურსების.