ელისო კერესელიძე

ელისო კერესელიძე

ასოცირებული პროფესორი

ფსიქოლოგიის დოქტორი. 1978-1983 წლებში სწავლობდა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიის სპეციალობით, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა ფსიქოლოგის, სოციალური ფსიქოლოგიის კვალიფიკაცია. 1983-2006 წლებში მუშაობდა  დ. უზნაძის სახ. ფსიქოლგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, სადაც დაიცვა დისერტაცია. პარალელურად მუშაობდა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, „ქუჩის ბავშვებთან“, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებში რთული ბავშვების პრობლემებზე. 2010-2020 წლებში მუშაობდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში და მიყავდა სხვადასხვა სალექციო კურსი ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2009 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, სადაც დღეისათვის იკავებს პროფესორისა და   „სოციალური ფსიქოლოგიის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობას.