ზვიად ვეკუა

ზვიად ვეკუა

ასოცირებული პროფესორი

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2011 წელს, მინიჭებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის კვალიფიკაცია საფინანსო და საბანკო საქმის სპეციალობით, ამასთანავე მაგისტრის ხარისხი სადაზღვეო საქმეში. 2018 წელს დაიცვა დისერტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თემაზე „ჯანდაცვაში არსებული რისკების პრევენციის მოდელები“ და მიენიჭა ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. გავლილი აქვს ტრენინგ კურსები ინტერაქციული სწავლების მეთოდებში აკადემიური პერსონალისათვის. მონაწილეობა აქვს მიღებული მეწარმეობის სწავლების ზოგადი მოდულის შემუშავებაში. 2019 წლის იანვრიდან მუშაობს სსიპ საპენსიო სააგენტოში (საოპერაციო განყოფილებაში ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე). არის 6 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მუშაობს ჯგუფურ სახელმძღვანელოს პროექტზე.