იურიდიული კლინიკა

სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელია - სოფიო ქურთაული.

დამტკიცებულია სამართლის ფაკულტეტის საბჭოს

2013 წლის 9 სექტემბრის N 10 სხდომის ოქმით,

მოდიფიცირებულია სამართლის ფაკულტეტის საბჭოს

2017 წლის 28 თებერვლის N3 სხდომის ოქმით

სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის დებულება

 

მუხლი 1. სტატუსი

1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია თჰუ სამართლის ფაკულტეტის დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის ე) ქვეპუნქტისა და მე-9 მუხლის საფუძველზე და განსაზღვრავს თჰუ სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის სტატუსსა და ფუნქციებს;

2. სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკა (შემდგომში „კლინიკა") წარმოადგენს თჰუ-ის სამართლის ფაკულტეტის  სასწავლო საგანმანათლებლო სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც სამართლის ფაკულტეტზე რეალიზებული სამართლის საბაკალავრო ან/და სამაგისტრო პროგრამების ფარგლებში პროფესიული პრაქტიკის სილაბუსით განსაზღვრული სასწავლო პრაქტიკის კომპონენტის ათვისებას უზრუნველყოფს;

3. კლინიკა, ამ  დებულებით, სამართლის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამებით გათვალისწინებული  სასწავლო პროგრამებისა და შესაბამისი სილაბუსების საფუძველზე  უზრუნველყოფს სასწავლო პრაქტიკული კურსის რეალიზაციას, რაც თავის მხრივ ორიენტირებულია გამოუმუშავოს სტუდენტს პრაქტიკული საქმიანობის სათანადო პროფესიული უნარ-ჩვევები;

4. კლინიკა  არ წარმოადგენს იურიდიულ პირს, არ გააჩნია კანცელარია, ბლანკი და ბეჭედი.

მუხლი 2. ფუნქციები

1. კლინიკა უზრუნვეყოფს სამართლის საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული პროფესიული (სასწავლო და საწარმოო) პრაქტიკის კურსის სასწავლო კომპონენტის რეალიზაციას;

2. კლინიკა ხელს უწყობს სტუდენტის მიერ მიღებული თეორიული ცოდნის განმტკიცებასა და ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარის განვითარებას, სტუდენტის მიერ პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას და აკადემიურ გარემოში შეძენილი ზოგადი და დარგობრივი კომპეტენციების  რეალურ ან/და იმიტირებულ ცხოვრებაში გამოცდას;  თეორიული ცოდნის გაღრმავებასა და განმტკიცებას და მის გამოყენებას კონკრეტული პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად; სტუდენტის მზაობის შემოწმებას დამოუკიდებელი  მუშაობისათვის.

3. კლინიკური სწავლება მიზნად ისახავს სტუდენტში სილაბუსით გათვალისწინებული ზოგადი და დარგობრივი  კომპეტენციების, ასევე ქვემორე კონკრეტული უნარების განვითარებას:

ა) პროფესიული საქმიანობისას პირველადი ინფორმაციის მოძიება, პირველადი მონაცემების ინტერპრეტაცია, შეფასება, დამუშავება და შენახვა (ფიქსაცია);

ბ) სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიება, დამუშავება და ანალიზი სამართლებრივი პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, ფაქტობრივი მოცემულობის სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია);

გ)  თეორიული ცოდნის პროფესიულ კონტექსტში გამოყენება;

დ)  სამართლებრივი დოკუმენტების შემუშავება;

ე)   იურისტის  ეთიკური ნორმებით ოპერირება;

ვ) კლიენტთა იურიდიული კონულტირებისა და იურიდიული მომსახურების გზით ამ პუნქტის ზემოაღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრული უნარების პრაქტიკული აპრობაცია, კომუნიკაციის უნარის განვითარება.

მუხლი 3. საქმიანობის სფერო და წესი

1. სასწავლო პრაქტიკის განხორციელების პროცესი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) მოსამზადებელი შეხვედრა,

ბ) სტუდენტის ინფორმირება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ და სილაბუსის შინაარსის გაცნობა, სამუშაოთა  დაგეგმვა;

გ) სამუშაო პროცესში ჩართვა და პრაქტიკის დღიურში ყოველდღიური ჩანაწერების წარმოება, სილაბუსის შესაბამისად დაგეგმილი აქტივოვების განხორციელება;

დ) სტუდენტის კონსულტირება პრაქტიკის ხელმძღვანელის მიერ;

ე) პრაქტიკის შუალედური მიმოხილვა/შეფასება, შესრულებული სამუშაოების დემონსტრირებით;

ვ) პრაქტიკის დღიურის პერმანენტული წარმოება და პრაქტიკის ანგარიშის მომზადება;

ზ) პრაქტიკის საბოლოო შეფასება - პრაქტიკის ანგარიშის საჯარო პრეზენტაცია (დაცვა).

2. კლინიკური სწავლების აქტივობები შეიძლება იყოს:

ა) საქართველოს კანონმდებლობის კოდიფიკაციისა და სისტემატიზაციის სამუშაოები; კანონპროექტების მომზადება და სხვ.

ბ) სასამართლო პროცესებზე სტუდენტების დასწრება და თავად პროცესის თაობაზე დისკუსიების მოწყობა, პროცესის შედეგების განხილვა; სტუდენტების მიერ პროცესის მონაწილეთა (მოსარჩელის, მოპასუხის) და მათი წარმომადგენლების (ადვოკატების) პოზიციების გაანალიზება და შეფასება (წერილობით); განსახილველ დავაზე გადაწყვეტილების პროექტის შედგენა (წერილობით);

გ)  ადამიანის უფლებათა დარღვევის გამოვლენილ კონკრეტულ ფაქტებზე სახალხო დამცველის აპარატში შუამდგომლობის შეტანა "სახალხო დამცველის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად;

დ) სოციალურად დაუცველი და სხვა ფენებისათვის (მაგალითად, სტუდენტებისათვის)  -კლიენტებისათვის, უფასო იურიდიული კონსულტაციების ორგანიზება და გაწევა პრაქტიკის ხელმძღვანელის ან/და სილაბუსით გათვალისწინებული მოწვეული სპეციალისტის ზედამხედველობით;

ე) სოციალურად დაუცველი  და სხვა ფენებისათვის  (მაგალითად, სტუდენტებისათვის)  - კლიენტებისათვის,  უფასო იურიდიული მომსახურების გაწევა პრაქტიკის ხელმძღვანელის ან/და სილაბუსით გათვალისწინებული მოწვეული სპეციალისტის ზედამხედველობით (ორმაგი მოქალაქეობის მიღებისათვის საბუთების მომზადება; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფების რეგისტრაციასთან დაკავშირებული წარმოების დოკუმენტების მომზადება; სამოქალაქო-სამართლებრივი კონტრაქტების პროექტების მომზადება; ადმინისტრაციული საჩივრების შედგენა; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე საჩივრების შედგენა; სარჩელებისა და შესაგებლების შედგენა სამოქალაქო, ადმინისტრაციულ დავებზე და სხვ.).  ამ მიზნით:

ე.ა) თითოეულ ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირზე იხსნება რეესტრი (იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის  მიერ დამტკიცებული ფორმის დაცვით);

ე.ბ) სტუდენტები,  ერთად ადგენენ განცხადებებს, სასარჩელო, სააპელაციო, საკასაციო საჩივრებს, შესაგებლებს სასარჩელო, სააპელაციო, საკასაციო საჩივრებზე და სხვა პროცესუალურ (სამართლებრივ) დოკუმენტებს;

ე.გ) სწავლობენ საქმის მასალებს და მოიპოვებენ მტკიცებულებებს;

ე.დ) მონაწილეობას ღებულობენ სასამართლო და ადმინისტრაციულ წარმოების პროცესებზე და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით იცავენ  მარწმუნებლის ინტერესებს;

ვ) სილაბუსით განსაზღვრული სხვა აქტივობები.

მუხლი 4. სილაბუსი

იურიდიული კლინიკა გამოიყენება სამართლის  საბაკალავრო/სამაგისტრო პროგრამით გათვალისწინებული  პროფესიული (სასწავლო/საწარმოო) პრაქტიკის სილაბუსის ფარგლებში. იურიდიული კლინიკის ფარგლებში შეიძლება განხორციელდეს გარესაუნივერსიტეტო მონაწილეობით მომზადებული ერთობლივი პროექტები.

მუხლი 5. სტრუქტურა

1. კლინიკას ხელმძღვანელობს სამართლის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ის წევრი, რომელიც იმავდროულად არის პროფესიული პრაქტიკის სილაბუსის ავტორი/თანაავტორი;

2. კლინიკაში საქმიანობას ახორციელებენ პროფესიული პრაქტიკის  სილაბუსის ავტორი/თანაავტორი აკადემიური თანამდებობის პირები;

3. კლინიკაში სამუშაოდ შეიძლება მოწვეულ იქნან პრაქტიკოსი სპეციალისტები.

მუხლი 6. შეფასება

1. სტუდენტის მიერ პროფესიული (სასწავლო-საწარმოო) პრაქტიკის ფარგლებში კლინიკაში შესრულებული პრაქტიკის შეფასება ხდება პროფესიული (სასწავლო-საწარმოო) პრაქტიკის შესრულების ინსტრუქციის საფუძველზე;

2. კლინიკის მუშაობის შეფასება ხდება თჰუ ხარისხის უზრუნვეყოფის სამსახურის მიერ შემუშავებული თვითშეფასების ინდკატორებით, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გამოკითხვის გზით, ასევე კლინიკის მიერ უსასყიდლოდ მიწოდებული მომსახურების მიმღებ პირთა გამოკითხვით, რაც ხორციელდება თანდართული კითხვარის შესაბამისად.

მუხლი 7. ცვლილებებისა და დამატეების შეტანა

დებულებაში ცვლილებები და დამატებები შედის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N31, ოთახი N9

ტელეფონი: (+995) 555 906 699

ელ ფოსტა: legalclinic@thu.edu.ge

მიღების დრო ინიშნება პერსონალურად

 

კლინიკის მუშაობის გარე შეფასების ანკეტა   

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის იურიდიულ კლინიკას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი