ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

განცხადებები
 
სიახლეები
 
სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდემიის ფონზე“. კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. თბილისის გარდა, სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

 
საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: „სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში“

საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: „სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში“

2020 წლის 8 ივლისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: „სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა როგორც თბილისის, ისე რეგიონალური უნივერსიტეტებიდან. სტუდენტებმა იმსჯელეს სამართლის აქტუალურ საკითხებზე „COVID-19-ის“ პირობებში. მომხსენებელთა შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით. სამეცნიერო კონფერენციას უძღვებოდა კომპეტენტური ჟიური. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოვლინდა გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები. რეცენზირებული ნაშრომები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

 
საინტერესო შეთავაზება სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს!

საინტერესო შეთავაზება სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს!

ტალინის უნივერსიტეტი ქართველ სტუდენტებს სთავაზობს ორწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლებას, ინგლისურ ენაზე. აღნიშნულ კურსს სრულად აფინანსებს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. სტუდენტებს ასევე დაენიშნებათ ყოველთვიური სტიპენდია 400 ევროს ოდენობით. სწავლა დაიწყება 2020 წლის სექტემბერში. კონკრეტული ინფორმაციისათვის იხილეთ ბროშურა. გისურვებთ წარმატებებს... სამართლის ფაკულტეტი

 
2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში

2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში

2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში. მასტერკლასს უძღვებოდა სამშენებლო და სარემონტო კომპანია შპს „ექშენმენ“–ის დამფუძნებელი და დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკის მაგისტრთა კლუბი“-ს პრეზიდენტი – ჯონი სამხარაძე. მან აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესის დასაწყებად, რა იყო ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება საწყის პერიოდში. მასტერკლასის ფორმატიდან გამომდინარე, მოწვეულმა სტუმარმა რჩევები მისცა დამწყებ ბიზნესმენებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო მოტივაცია რთულ პერიოდებში, როგორ მოვიძიოთ იდეები მომავალი ბიზნესისთვის, როგორ გამოვიყენოთ პოტენციური მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია "სრულყოფილი" პროდუქტის ან მომსახურების შესაქმნელად, ასევე ის, თუ როგორ განვსაზღვროთ საბაზრო ნიშა და როგორ შევაფასოთ სწორად ახალი ბიზნესის პოტენციური ბაზარი. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითვები როგორც მასტერკლასის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს. მთლიანობაში შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით 2 სთ-ის განმავლობაში. მასტერკლასმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტების მხრიდან. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კვლავ მოვიწვიოთ ჯონი სამხარაძე, ამჯერად უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში, რათა დაინტერესებულ ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცეთ, უშუალო კომუნიკაციის დახმარებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიზნესის რეალური გამოწვევების შესახებ.

 
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ონლაინ ვორკშოპში - „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის ონლაინ ვორკშოპში - „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“

25 და 26 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის (ფრანკფურტ ოდერი, გერმანია) კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის (Viadrina Center for Graduate Studies at Europa-Universität Viadrina) მიერ გამართულ ონლაინ ვორკშოპში, თემაზე: „დროის მენეჯმენტი და თვითმენეჯმენტი მეცნიერებაში“. აღნიშულ ღონისძიებაზე პროფ. ნონა გელიტაშვილი მიწვეული გახლდათ, როგორც ვიადრინას ევროპული უნივერსიტეტის კვლევითი პროექტის მონაწილე. ვორკშოპში მონაწილეობდნენ აგრეთვე ფრანკფურტისა და ბერლინის უნივერსიტეტების ახალგაზრდა მეცნიერები და მკვლევარები. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. ვორკშოპის ფარგლებში გამართულმა შეხვედრებმა შესაძლებლობა მისცა პროფ. ნონა გელიტაშვილს, გაეფართოვებინა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის საერთაშორისო თანამშრომლობის არეალი, ასევე გაემდიდრებინა ცოდნა სამეცნიერო კვლევების ორგანიზების მიმართულებით. ვიადრინას კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრის მიერ დაგეგმილია კიდევ რამდენიმე ონლაინ შეხვედრა, რომლებიც მიეძღვნება ვორშკოპებზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში დანერგვისა და სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანობის შეფასების განხილვას.

 
ბრძანება - თჰუ შენობაში  პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე

ბრძანება - თჰუ შენობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულების მე–10 მუხლის შესაბამისად და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 4211 -მუხლის შესაბამისად ვბრძანებ: 1. სავალდებულოა თჰუ შენობაში (დახურულ სივრცეში) მყოფი პირებისათვის პირბადის ტარება; 2. იმ შემთხვევაში, თუ თჰუ როგორც იურიდიული პირი დაჯარიმდება ამ ბრძანებით განსაზღვრული წესის დარღვევისათვის თანამშრომელთა მიერ პირბადის ტარების წესის დარღვევის გამო, ჯარიმის საფასური დაექვითება კანონის დამრღვევ თანამშრომელს ხელფასიდან; 3. აღნიშნული ბრძანებით გათვალისწინებული წესი გავრცელდეს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტთან შრომით ურთიერთობაში მყოფ პირებზე; 4. დაევალოს თჰუ ადამიანური რესურსების სამსახურს აღნინშული ბრძანებით გათვალსიწინებული წესების გაცნობა თჰუ პერსონალისთვის; 5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში; 6. კონტროლი აღნიშნული ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თჰუ იურიდიული სამსახურის უფროსს (ნ.დუდაშვილი); 7. აღნიშნული ბრძანება გამოქვეყნდეს თჰუ ოფიციალურ ვებ–გვერდზე. ვალენტინა საყვარელიძე რექტორი – აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

 
სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე

სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 10 ივლისს 12 საათზე გაიმართება პირველი სტუდენტური ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში“. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტთა შორის სამართლებრივ-ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, სტუდენტები შეძლებენ სამართლის აქტუალური საკითხების სხვადასხვა კუთხით წარმოჩენას, მოახდენენ პრაქტიკული და კოლიზიური საკითხების სიღრმისეულ განხილვასა და ანალიზს. კონფერენცია ემსახურება სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას, წარმატებული სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს.

 
მასტერკლასი ბიზნესში

მასტერკლასი ბიზნესში

2020 წლის 3 ივლისს, 18:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გიწვევთ ბიზნესის მასტერკლასზე დასასწრებად Zoom-ში. მასტერკლასს წარუძღვება სამშენებლო და სარემონტო კომპანია შპს „ექშენმენ“–ის დამფუძნებელი და დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკის მაგისტრთა კლუბი“-ს პრეზიდენტი – ჯონი სამხარაძე. თჰუ-ს სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს მასტერკლასზე დასწრება შეუძლიათ შემდეგი ბმულის მეშვეობით: https://us04web.zoom.us/j/5438009045?pwd=VFQwZEJQYXpLQlo3MlJCUkVpSDl0dz09

 
საჯარო ლექცია თემაზე:  „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“

საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“

2020 წლის 12 ივნისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: „ინფლაციის თარგეთირება და ფასების სტაბილურობა“. ლექციას უძღვებოდა საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკური კვლევების განყოფილების უფროსი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური მრჩეველი - შალვა მხატრიშვილი. მომხსენებელმა ისაუბრა ფასების სტაბილურობის მნიშვნელობაზე და ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტებზე. ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი იყენებს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს, ლოგიკურია იმის განხილვა, ინფლაციის თარგეთირება მართლაც სხვა ალტერნატივებზე უფრო ეფექტური რეჟიმია ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად თუ არა. სწორედ ამ საკითხის განხილვას მიეძღვნა აღნიშნული საჯარო ლექცია, მომხსენებელმა მსმენელებს გაუზიარა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც, რამაც განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. საჯარო ლექცია გაიმართა ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. ლექციას ესწრებოდნენ თჰუ-ს სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და სხვა დაინტერესებული პირები. ლექცია წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, ლექციის მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო შეკითხვებს და დისკუსიას.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები