ირინა ბენია

ირინა ბენია

ასოცირებული პროფესორი

ასოცირებული-პროფესორი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით; 2005 წელს დაამთავრა ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და ურთიერთობების ფაკულტეტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი, 2007 წელს პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებათა მაგისტრაურა; 2017 წელს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე დაიცვა დისერტაცია „ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების პრიორიტეტები გლობალიზაციის პირობებში“ და მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი. გავლილი აქვს ERASMUS+PRINTeL პროექტის ფარგლებში ინოვაციური პედაგოგიკის ტრენინგ-კურსები: „გაძლიერებული სწავლება საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით”, “მობილური სწავლება თამაშის ელემენტებით“, „ჰიბრიდული სწავლება“, „აქტიური სწავლება შებრუნებული სწავლების პრინციპით“, “ვიდეო, როგორც სწავლების იარაღი“. 2015 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტში „უნიჯეო“, საქართველოს ტექნიკურ და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტებში. 2013 წლიდან მუშაობს კომპანია მაგთიკომში. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული აქვს ათამდე სამეცნიერო სტატია.