თამარ ებანოიძე

თამარ ებანოიძე

ასისტენტ-პროფესორი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი, ექიმი დერმატო-ვენეროლოგი. 2006 წელს თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, ქალბატონი თამარი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კვალიფიკაციით ექიმი დერმატო-ვენეროლოგი. 1993 წლიდან დღემდე მუშაობს კანისა და ვენსნეულებათა ეროვნულ ცენტრში ექიმი დერმატოლოგის თანამდებობაზე. 1996 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უნივერსიტეტების მედიცინის ფაკულტეტებზე. არის 18 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. ასევე წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა სამეცნიერო კონფერენციებში, ექსპერიმენტებსა და გრანტებში. არის ევროპის დერმატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის წევრი, კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს წევრი, წიგნის „დიდი საოჯახო ენციკლოპედია“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.  2013 წლიდან დღემდე მუშაობს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.