ილონა საყვარელიძე

ილონა საყვარელიძე

პროფესორი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; 1999 წელს დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიური ფაკულტეტი, სპეციალობით სტომატოლოგი, კვალიფიკაციით ექიმი-სტომატოლოგი; 2002 წელს დაამთავრა სემაშკოს სახელობის, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლინიკური ორდინატურა. 2005 წ. დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა; 2006 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე „პაროდონტის მდგომარეობის წინაკლინიკური დიაგნოსტიკა პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში, ჰიპოდინამიის და კოსმოსური გაფრენის (სივრცეში ფრენის) დროს", რის შემდეგაც მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2013 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის, სტატისტიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი, ორგანიზაციების მენეჯმენტის სპეციალობით. საერთო სამუშაო სტაჟი შეადგენს 21 წელს, სტომატოლოგიის დარგში კი 16 წელს. ასევე არის 10-მდე მონოგრაფიისა და სამეცნიერო სტატიის  ავტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის წევრი და თერაპიული სტომატოლოგიის წრის ხელმძღვანელი. 2009 წლიდან დღემდე არის თბილისის ჰუმანიტარული საწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის დეკანი