მარინა ბაღათურია

მარინა ბაღათურია

მოწვეული ლექტორი

ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი, მრეწველობის დაგეგმვის სპეციალობით. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „საქართველოს საგადასახადო სისტემის სრულყოფა საბაზრო მეურნეობის პირობებში“. 2009 წელს მიენიჭა ეკონომიკის დოქტორის აკადემიური ხარისხი. გამოქვეყნებული აქვს 36-მდე სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის ორი ელ. წიგნი. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20-ზე მეტი საბაკალავრო და 3 სამაგისტრო ნაშრომი. ამჟამად მოწვეულია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის უფროს მასწავლებლად. კითხულობს ლექციებს რუსულ ენაზე დისციპლინებში: „მმართველობით აღრიცხვა“, „ბიზნეს სტატისტიკა“ ,“ბუღალტრული აღრიცხვა“.