ნათია არჩვაძე

ნათია არჩვაძე

ასისტენტი

2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“. 2013-2015 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე „სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგიის“ მიმართულებით, რომლის დასრულების შემდეგ მიენიჭა სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. მისი საკვლევი თემა იყო: „პოლიტიკოსი ლიდერის როლი მასობრივი სოციალური ქცევის მართვაში“. 2018 წლიდან დღემდე ნათია არჩვაძე არის სოციალურ-მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის სტუდენტი საქართველოს საზოგადოებრივ ინსტიტუტში (GIPA). 2019 წელს მუშაობდა წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში პროფესორის ასისტენტად „ეკონომიკური ფსიქოლოგიის“ მიმართულებით. 2021 წლიდან არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასისტენტი. 2019 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული ბაქოს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, თემებით: 1. „თვითშეფასებაზე მოქმედი ფაქტორები: პერფექციონიზმი, წარუმატებლობის შიში და შფოთვა“; 2. ახალგაზრდების პროფორიენტაციის ფსიქოლოგიური ასპექტები თანამედროვე შრომითი ურთიერთობების პროცესში“. 2013 წლიდან მუშაობს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში წამყვან სპეციალისტად.