მარი ბერუაშვილი

მარი ბერუაშვილი

2016 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამა და სწავლა გააგრძელა New Vision University - ის სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე შედარებით კერძო და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. აქტიურად ესწრებოდა ტრენინგ სემინარებს და მონაწილეობდა პროექტებში, მათ შორის “ლიდერთა სკოლა“, „გაეროს ასამბლეა საქართველოში“, „განათლება შეზღუდვების გარეშე“ სადაც იყო პროექტის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 2014-2015 წლებში იყო ა(ა)იპ „აქტიურ სტუდენტთა ასოციაციის“ წევრი, 2015-2016 წლებში იყო ა(ა)იპ „ყველას აქვს უფლება“-ში საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრში“ საკანონმდებლო ცვლილებებზე წერდა დასკვნა-რეკომენდაციებს. არის რამოდენიმე სტატიის ავტორი.