
ინა დეისაძე
2010–2015 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე (სტომატოლოგიის ერთაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგის ხარისხი). პირველივე წლიდან იყო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტი, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ღონისძიებებში და კონფერენციებში; 2015-2016 სწავლა გააგრძელა რეზიდენტურაში New dent-ში, თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულებით. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს რუსეთის ფედერაციის, ქ. ტულის სტომატოლოგიურ კილინიკაში - Vita dent, სტომატოლოგ-თერაპევტად.