ფაკულტეტის შესახებ

ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭო შედგება 7 წევრისგან. ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარეობს ფაკულტეტის დეკანი. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა აკადემიური პერსონალიდან და 2 წევრი ფაკულტეტის სტუდენტთა შემადგენლობიდან. ფაკულტეტის საბჭოს 4 წევრი აირჩევა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა არჩევა ხდება ფაკულტეტის სტუდენტების მიერ, პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების გზით, ფარული კენჭისყრით.

თჰუს ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭო განსაზღვრულია შემდეგი შემადგენლობით:

1. ირინე არჯევანიძე - ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე, ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი;

2. პროფესორი რუსუდან ესებუა;

3. პროფესორი მანანა მათიაშვილი;

4. ასოცირებული პროფესორი ირმა ზაქარაია;

5. ასოცირებული პროფესორი მაია აღაია;

6. ნათელა გადიმოვი - სტუდენტი;

7. მარიეტა კაკალია - სტუდენტი.

ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს ფაკულტეტის დებულების შესაბამისად 

თჰუ-ში მისი დაარსებიდან (1992 წ.) დღემდე ფუნქციონირებს ჰუმანიტარული ფაკულტეტი, რომლის დეკანიც 2021 წლიდან გახლავთ ირინე არჯევანიძე.

ჰუმანიტარული ფაკულტეტი თავის საქმიანობას წარმართავს “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის დებულების საფუძველზე. ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე რეალიზებულია აკრედიტებული ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.

საბაკალავრო პროგრამის მიზანია მოამზადოს კვალიფიციური სპეციალისტი ფსიქოლოგიის დარგში, უზრუნველყოს როგორც დარგობრივი თეორიული ცოდნის ათვისება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების შემუშავება, ისე ზოგადი უნარების განვითარება. უზრუნველყოს სტუდენტის პიროვნული განვითარება და ჩართულობა სასწავლო-სამეცნიერო პროცესსა და საზოგადოებრივ საქმიანობაში. ხელი შეუწყოს სტუდენტის მოქალაქეობრივი და დემოკრატიული თვითშეგნების განვითარებას – პროგრამის განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის გზით. მოამზადოს სტუდენტი, რომლის კვალიფიკაცია და კომპეტენციები უზრუნველყოფს კონკურენტუნარიანობას დასაქმების ბაზარზე. მისცეს სტუდენტს საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად.

ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მიზნად ისახავს პროგრამაში შემავალი სასწავლო კურსების წარმატებით გავლის შედეგად სტუდენტებს მიაღწევინოს ქართულის, როგორც მეორე ენის, ზღვრულ გაძლიერებულ B1+ დონეზე (რეცეფციული (კითხვა, მოსმენა) და პროდუქციული (ლაპარაკი, წერა) უნარები) ცოდნას.

სტუდენტები იმ დონეზე უნდა დაეუფლონ ქართულს, როგორც მეორე ენას, რომ შეძლონ: ა)ზეპირი კომუნიკაცია ქართულ ენაზე (სალექციო პროცესში, საუნივერსიტეტო ცხოვრებაში); ბ) სხვადასხვა ფუნქციისა და ჟანრის ზეპირი და წერილობითი ტექსტების შექმნა და გაგება; გ)სხვადასხვა პრაქტიკულ/სამუშაო ჯგუფში მეცანინეობებზე მიცემული წერითი დავალებების შესრულება;ქართული ენობრივ-კულტურული ფასეულობებისა და სოციალური სინამდვილის გაცნობა და და პატივისცემა; დ)ქართული ენის ცოდნისა და უნარების პრაგმატულად გამოყენება. პროგრამით გათვალისწინებული კურსები სტუდენტებს განუვითარებს შემდეგ კომპეტენციებს:

• ლინგვისტური კომპეტენცია

• სოციოლინგვისტური კომპეტენცია

• დისკურსული კომპეტენცია

• სოციოკულტურული კომპეტენცია

• სოციალური კომპეტენცია

• სტრატეგიული კომპეტენცია

ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე დასაქმებულნი არიან ფსიქოლოგიის და ფილოლოგიის სხვადასხვა დარგის პროფესიონალი კადრები , სოციალური და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, ასევე ფილოსოფიის, და სხვ. მიმართულებით.

ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე სასწავლო პროცესის კოორდინაციას ახორციელებს  გაიანე გრიგორიანი.

ელ-ფოსტა: gayane-grigorian@mail.ru

ტელ: (+995) 579 540 03

 

ფაკულტეტის დეკანი 

ირინე არჯევანიძე

ირინე არჯევანიძე - ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი. 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - ინგლისური ენა და ლიტრატურა. 2009 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა -კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში. 2017 წელს მოიპოვა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002 წლიდან ეწევა სამეცნიერო- პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 15-მდე ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.“