იურიდიული კლინიკის მიზნები
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული კლინიკა კვლავ მზად არის მოსახლეობას უფასო იურიდიული დახმარება გაუწიოს.
ჩვენი მიზანია სამართლებრივი დახმარება უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ სოციალურად დაუცველი პირებისთვის და სხვა ჯგუფებისთვის, მათ შორის დევნილებისთვის, სტუდენტებისთვის და იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც იურიდიული მხარდაჭერა სჭირდებათ.
კლინიკა გთავაზობთ:
• უფასო იურიდიულ კონსულტაციას;
• განცხადებებისა და საჩივრების მომზადებას ადმინისტრაციულ ორგანოებში წარსადგენად;
• სამოქალაქო ხელშეკრულებების შედგენას;
• ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საჩივრების მომზადებას;
• სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადებას.
დოკუმენტების მომზადება ხორციელდება სტუდენტების მიერ, იურიდიული კლინიკის ხელმძღვანელის პროფესიული ზედამხედველობით.
სამუშაო დღეები: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, შაბათი
სამუშაო საათები: 10:00–18:00
+995 597 540 086
legalclinic@thu.edu.ge
თუ გაქვთ სამართლებრივი კითხვა ან პრობლემა, ნუ გადადებთ - გადადგით პირველი ნაბიჯი და მოგვმართეთ.
