ცენტრის შესახებ

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრი კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას: განსაზღვრავს კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებს, აფინანსებს შიდა საგრანტო კონკურსებს, აწყობს სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებს, უზრუნველყოფს საერთაშორისო კვლევით თანამშრომლობას და მართავს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალს.

ხედვა

კვლევებისა და განვითარების ცენტრის ხედვაა, 2029 წლისთვის თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი ჩამოყალიბდეს რეგიონში აღიარებულ კვლევით ცენტრად, რომელსაც გააჩნია მდგრადი კვლევითი ინფრასტრუქტურა, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამეცნიერო ჟურნალი, აქტიური საერთაშორისო პარტნიორობა და კონკურენტუნარიანი კვლევითი პროდუქტიულობა, რითაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტის, როგორც თანამედროვე, ინოვაციური და საერთაშორისოდ აღიარებული საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემოს, ჩამოყალიბებას.

მისია

კვლევებისა და განვითარების ცენტრის მისიაა ხელი შეუწყოს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კვლევით საქმიანობას, განავითაროს ინსტიტუციური კვლევითი ინფრასტრუქტურა და უზრუნველყოს უნივერსიტეტის სამეცნიერო პროდუქციის ხილვადობა და საერთაშორისო აღიარება. ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებზე დაყრდნობით, ხელს უწყობს ინოვაციურობას კვლევისა და სწავლების სინთეზში, აღრმავებს საერთაშორისო თანამშრომლობას გლობალურ სამეცნიერო სივრცესთან და მხარს უჭერს განათლებას მთელი ცხოვრების მანძილზე — რითაც უზრუნველყოფს ადგილობრივი და საერთაშორისო სტუდენტებისთვის ხარისხიანი, სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებული განათლების მიწოდებას.

ცენტრის ინსტიტუციური განვითარება

ცენტრის საქმიანობა ინსტიტუციურად ყალიბდება 2019 წლიდან, როდესაც უნივერსიტეტის მაშინდელი სტრატეგიული განვითარების გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბდა კვლევის მხარდაჭერისა და განვითარების მიმართულება: განისაზღვრა კვლევის პრიორიტეტული სფეროები და დაინერგა შიდა საგრანტო დაფინანსების სისტემა.

ამავე პერიოდში დაიწყო ცენტრის ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის ჩატარება, რომელიც დღემდე აერთიანებს ოთხ სექციას - მედიცინას, სამართალს, ბიზნეს-ეკონომიკასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს.

2021 წლის ივლისში დაიწყო მუშაობა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პირველი სამეცნიერო ჟურნალის - „შრომათა კრებული“ - დაფუძნებაზე.

2026 წლის 2 ივლისს აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა ჟურნალის განახლებული დებულება, რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ხუთი დარგობრივი სამეცნიერო მიმართულება და დაინერგა ორმხრივად დაფარული ანონიმური რეცენზირების (double-blind peer review) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სისტემა.

ცენტრის სტრუქტურა და გუნდი

- ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის უფროსი, რომელიც უზრუნველყოფს ცენტრის მიზნებისა და ამოცანების მართვას.

- ცენტრის ფუნქციების განხორციელებას უზრუნველყოფენ ცენტრის უფროსი/უმცროსი სპეციალისტები.