ცენტრის სტრატეგიული გეგმა

კვლევებისა და განვითარების ცენტრის სტრატეგია განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს, პრიორიტეტებსა და შესრულების ინდიკატორებს 2026-2028 წლებისთვის.

ცენტრის სტრატეგია ეფუძნება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის 2026-2028 წლების სამოქმედო გეგმასა და 2025-2031 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას, უშუალო კავშირშია უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზანთან - კვლევითი პოტენციალის განვითარება და ინოვაციების ხელშეწყობა - და ეყრდნობა ცენტრის დებულებით განსაზღვრულ მიზნებსა და ფუნქციებს.

სტრატეგიული მიმართულება 1: აკადემიური პერსონალის კვლევით საქმიანობაში ჩართულობის გაძლიერება

მიზანი: გაიზარდოს აკადემიური და მოწვეული პერსონალის ჩართულობა კვლევით საქმიანობაში და გაძლიერდეს მათი კვლევითი კომპეტენციები.

სტრატეგიული მიმართულება 2: სტუდენტთა კვლევით საქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა

მიზანი: ჩამოყალიბდეს სტუდენტთა კვლევითი კულტურა და გაძლიერდეს მათი მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით პროცესებში.

სტრატეგიული მიმართულება 3: საერთაშორისო და ადგილობრივ კვლევით პროგრამებში მონაწილეობის გაძლიერება

მიზანი: გაღრმავდეს უნივერსიტეტის ინტეგრაცია საერთაშორისო კვლევით სივრცეში და გაფართოვდეს პარტნიორული ქსელი.