კვლევის მიმართულებები
შპს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის 2026-2027 წლების კვლევითი პრიორიტეტები ეფუძნება თანამედროვე საერთაშორისო კვლევით ტენდენციებს, ეროვნული განვითარების საჭიროებებსა და საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკას, რაც უზრუნველყოფს კვლევების ინტერდისციპლინარულობას, პრაქტიკულ ღირებულებასა და საზოგადოებრივ გავლენას.
I. სტომატოლოგია - კვლევითი პრიორიტეტები
ციფრული სტომატოლოგია და ხელოვნური ინტელექტი (AI)
- CAD/CAM ტექნოლოგიები
- ხელოვნური ინტელექტი დიაგნოსტიკაში
- 3D ბეჭდვა სტომატოლოგიაში
პროფილაქტიკური სტომატოლოგია და საზოგადოებრივი ჯანმრთელობა
- პირის ღრუს დაავადებების ეპიდემიოლოგია
- ბავშვთა და ასაკოვანთა სტომატოლოგიური ჯანმრთელობა
- ინფექციის კონტროლი და კლინიკური უსაფრთხოება
ბიომასალები და რეგენერაციული სტომატოლოგია
- ბიოკომპატიბელური მასალები
- ქსოვილების რეგენერაცია
- იმპლანტოლოგია და ორთოდონტული ინოვაციები
პაციენტზე ორიენტირებული სტომატოლოგია
- ტკივილის მართვა
- სტომატოლოგიური შფოთვა და ქცევითი ფაქტორები
- პაციენტთან კომუნიკაცია და ინფორმირებული თანხმობა
II. ფსიქოლოგია - კვლევითი პრიორიტეტები
ციფრული ფსიქოლოგია და ხელოვნური ინტელექტი (AI)
- AI და მენტალური ჯანმრთელობა
- ციფრული თერაპია და ტელეფსიქოლოგია
ტრავმა, სტრესი და კრიზისული ფსიქოლოგია
- პოსტპანდემიური და პოსტკონფლიქტური ფსიქოლოგია
- კოლექტიური ტრავმა
- კლინიკური ფსიქოლოგია და ფსიქოპათოლოგია
ნეიროფსიქოლოგია და კოგნიტიური კვლევები
- ყურადღება, მეხსიერება და კოგნიტური პროცესები
- ტვინი და სწავლა
სოციალური და ორგანიზაციული ფსიქოლოგია
- სამუშაო სტრესი
- ორგანიზაციული ლიდერობა და გადაწყვეტილების მიღება
- განვითარებისა და ოჯახის ფსიქოლოგია
III. ბიზნესის ადმინისტრირება - კვლევითი პრიორიტეტები
ციფრული ტრანსფორმაცია და ხელოვნური ინტელექტი (AI) ბიზნესში
- AI-დაფუძნებული მენეჯმენტი
- მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები
მეწარმეობა და სტარტაპ ეკოსისტემები
- ინოვაციური ბიზნეს მოდელები
- ქალთა მეწარმეობა და სოციალური მეწარმეობა
კორპორაციული მდგრადობა და პასუხისმგებლობა
- მწვანე ეკონომიკა და კორპორაციული პრაქტიკა
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR)
ფინანსური ტექნოლოგიები
- ციფრული ბანკინგი
- კრიპტოაქტივები და რეგულაცია
მარკეტინგი და ორგანიზაციული მართვა
- მომხმარებლის ქცევა და ციფრული მარკეტინგი
- ადამიანური რესურსების მართვა
IV. სამართალი - კვლევითი პრიორიტეტები
ციფრული სამართალი და AI რეგულირება
- AI სამართლებრივი ჩარჩოები
- მონაცემთა დაცვა და კიბერუსაფრთხოება
- ადამიანის უფლებები ციფრულ ეპოქაში
საერთაშორისო და ევროპული სამართალი
- ევროკავშირის სამართალი და ქართული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია
უსაფრთხოების სამართალი და ჰიბრიდული საფრთხეები
- ინფორმაციული უსაფრთხოება
- სამართალი და ეროვნული უსაფრთხოება
ჯანმრთელობის სამართალი და ბიოეთიკა
- სამედიცინო სამართლის დილემები
საჯარო და კონსტიტუციური სამართალი
- ეფექტური მმართველობა და დემოკრატია
კერძო და სისხლის სამართალი
- შრომის და კომერციული სამართალი
V. ქართული ენის სწავლება — კვლევითი პრიორიტეტები
ენა, კოგნიცია და ტექნოლოგიები
- ხელოვნური ინტელექტი და ენობრივი მრავალფეროვნება
- ენა, კოგნიცია და ციფრული განათლება
ენა, საზოგადოება და პროფესია
- პროფესიული კომუნიკაცია და აკადემიური წერა
- ენა, იდენტობა და სოციალური ინტეგრაცია
კროს-სექტორული კვლევითი პრიორიტეტები
- ხელოვნური ინტელექტი და საზოგადოება
- ჯანმრთელობა, ქცევა და პოლიტიკა
- ციფრული ეთიკა და რეგულირება
- მდგრადი განვითარება და ადამიანის კეთილდღეობა
შიდა საგრანტო დაფინანსება
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი შიდა საგრანტო სისტემის მეშვეობით აფინანსებს სამეცნიერო კვლევებს უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობით, წინასწარ განსაზღვრულ კვლევის პრიორიტეტულ მიმართულებებში.
