შრომათა კრებული

ჟურნალის კონცეფცია

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის შრომათა კრებული წარმოადგენს უნივერსიტეტის რეცენზირებად, საერთაშორისო რეფერირებად, ყოველწლიურ პერიოდულ გამოცემას (ინგლ. Tbilisi Humanitarian University – Collected Papers), რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას.

ჟურნალი გამოდის პერიოდულობით - წელიწადში სულ მცირე ერთხელ - და აქვეყნებს ქართულ და ინგლისურ ენებზე წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებს. სტატიის გამოქვეყნება ავტორისთვის უფასოა. ჟურნალს გააჩნია საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი (P-SSN).

გამოცემის მთავარი მიზანია მისცეს შესაძლებლობა აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმოაჩინონ საკუთარი სამეცნიერო კვლევები ფართო აკადემიური აუდიტორიის წინაშე - როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. კრებული აქვეყნებს როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მოღვაწე მკვლევართა ნაშრომებს, რაც უწყობს ხელს კვლევების ინტერნაციონალიზაციასა და აკადემიური თანამშრომლობის განვითარებას.

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია არ უნდა იყოს ადრე სხვაგან გამოქვეყნებული ან სხვა გამოცემისთვის განხილვის პროცესში.

ჟურნალის მისია

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის შრომათა კრებულის მისიაა ხელი შეუწყოს სამეცნიერო ცოდნაზე დაფუძნებულ სწავლებას, ინოვაციური კვლევისა და სწავლების სინთეზს, ინტერდისციპლინურ დიალოგსა და საერთაშორისო აკადემიურ თანამშრომლობას.

ჟურნალი აძლევს შესაძლებლობას აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და სტუდენტებს, წარმოადგინონ საკუთარი სამეცნიერო კვლევები ფართო აკადემიური აუდიტორიის წინაშე - როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე - და ხელი შეუწყონ ცოდნის ღია და თანასწორ გავრცელებას, აკადემიური კეთილსინდისიერების, ინოვაციურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპების დაცვით.

კავშირი უნივერსიტეტის მისიასთან

  • აკადემიური კეთილსინდისიერება - კრებული მოითხოვს სიზუსტისა და ეთიკის მაღალ სტანდარტს გამოქვეყნებულ კვლევებში
  • ინოვაციურობა - გამოცემა უწყობს ხელს ცოდნის გავრცელების თანამედროვე ფორმებს და ინტერდისციპლინურ მიდგომებს
  • საერთაშორისო თანამშრომლობა - კრებული ღიაა უცხოელი მკვლევრებისთვის და ხელს უწყობს კვლევების ინტერნაციონალიზაციას
  • განათლება მთელი ცხოვრების მანძილზე - გამოცემაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და დამწყებ მკვლევრებს
  • სოციალური პასუხისმგებლობა - ღია წვდომის პრინციპი უზრუნველყოფს კვლევების ხელმისაწვდომობას ფართო საზოგადოებისთვის

სფერო და დარგობრივი სექციები

2026 წლამდე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სამეცნიერო შრომათა კრებულის შინაარსობრივი სფერო მოიცავდა სოციალურ-ეკონომიკურ, ფინანსურ, საერთაშორისო ურთიერთობების, ტურიზმის, სამართლის, ჯანდაცვისა და ეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს.

2026 წლიდან ჟურნალის სამეცნიერო პროფილი განისაზღვრა უნივერსიტეტის მიერ ოფიციალურად დამტკიცებული ხუთი კვლევითი მიმართულების (დარგობრივი სექციის) საფუძველზე:

  - სტომატოლოგია

  - ფსიქოლოგია

  - ბიზნესის ადმინისტრირება

  - სამართალი

  - ქართული ენის სწავლება (ენათმეცნიერება და პედაგოგიკა)

აღნიშნული მიმართულებების ფარგლებში ჟურნალი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე მეცნიერების აქტუალურ გამოწვევებს: ციფრულ ტრანსფორმაციასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას შესაბამის დარგებში; საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური კეთილდღეობის საკითხებს; მდგრად და პასუხისმგებლიან განვითარებას; ციფრულ ეთიკასა და მისი რეგულირების საკითხებს; ინტერდისციპლინურ და კროს-სექტორულ კვლევებს, რომლებიც სცდება ცალკეული დარგის ჩარჩოებს.

 

იხილეთ: სამეცნიერო ჟურნალ „შრომათა კრებულის" დებულება