სარედაქციო კოლეგია
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სახელით გამოცემული სამეცნიერო ჟურნალებისა და შრომათა კრებულების მუდმივმოქმედი სარედაქციო კოლეგია დამტკიცებულია რექტორის ბრძანებით.
|
წევრი |
პოზიცია |
|
ვალენტინა საყვარელიძე |
რექტორი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი — თავმჯდომარე |
|
კახი ყურაშვილი |
ვიცე-რექტორი, სამართლის დოქტორი, პროფესორი |
|
მედეა ჭელიძე |
ვიცე-რექტორი, ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი |
|
მაია მელაძე |
კვლევებისა და განვითარების ცენტრის სპეციალისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ასოც. პროფესორი |
|
ლია ჭიღლაშვილი |
სამართლის დოქტორი, პროფესორი, თჰუ |
|
ილონა საყვარელიძე |
მედიცინის დოქტორი, პროფესორი, თჰუ |
|
ნონა გელიტაშვილი |
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, თჰუ |
|
ირინე არჯევანიძე |
ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, თჰუ |
|
ნინო აბაიშვილი |
მედიცინის დოქტორი, ასოც. პროფესორი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტი; |
|
გიორგი ხარშილაძე |
ეკონომიკის დოქტორი, ასოც. პროფესორი, თჰუ |
|
ანდრა პურანი |
დოქტორი, პიტესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი — საერთაშორისო წევრი |
|
რამონა დუმინიცა |
დოქტორი, პიტესტის უნივერსიტეტი, რუმინეთი — საერთაშორისო წევრი |
სარედაქციო კოლეგიის უფლებამოსილებები:
- განსაზღვროს ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკა;
- დაადგინოს სტატიების აკადემიური სტანდარტები;
- შეარჩიოს გამოცემისათვის თემები;
- დაადგინოს სტატიების შერჩევის კრიტერიუმები.
კოლეგიის სხდომები იმართება წელიწადში სულ მცირე ორჯერ, დისტანციური მონაწილეობის შესაძლებლობით. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრეთა უმრავლესობით.
კოლეგიის წევრები ინიშნებიან განუსაზღვრელი ვადით; როტაცია ხორციელდება რექტორის ბრძანებით.
სარედაქციო პოლიტიკა
ჟურნალის ინდივიდუალური გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის, ასევე დასაშვებია ჟურნალის სპეციალური გამოშვებების მომზადება სარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჟურნალის ყოველი გამოცემის სავალდებულო ეგზემპლარი გადაეცემა საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკას.
ჟურნალის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია ღია წვდომის პოლიტიკის შესაბამისად - მკითხველს შეუძლია გაეცნოს, ჩამოტვირთოს, დააკოპიროს, გაავრცელოს, დაბეჭდოს, მოიძიოს ან ტექსტს მიუთითოს, გამომცემლის ან ავტორების წინასწარი ნებართვის გარეშე.
