ავტორთა გზამკვლევი
წარსადგენად საჭირო პირობები
- ავტორს გააჩნია ORCID იდენტიფიკატორი
- მითითებულია ავტორის (თანაავტორების) სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და აფილაცია
- მითითებულია საკონტაქტო ავტორის ელფოსტა და ტელეფონი
- ნაშრომი აქამდე არსად გამოქვეყნებულა და არ იმყოფება სხვა გამოცემის განხილვის პროცესში
- ნაშრომი მომზადებულია ქართულ და/ან ინგლისურ ენაზე
- ფაილი წარმოდგენილია doc/docx ფორმატში
- ნაშრომის მოცულობა შეადგენს 5-დან 15 გვერდამდე
- აბსტრაქტი მომზადებულია ორივე ენაზე (100–150 სიტყვა), ციტატების, ცხრილების ან ილუსტრაციების გარეშე
- მითითებულია 3-5 საკვანძო სიტყვა
- AI ინსტრუმენტების გამოყენების შემთხვევაში, ეს ფაქტი მითითებულია მეთოდოლოგიის ნაწილში
- ადამიანებზე/ცხოველებზე ჩატარებული კვლევის შემთხვევაში წარმოდგენილია შესაბამისი ეთიკის კომიტეტის (IRB) დამტკიცება ან ჰელსინკის დეკლარაციასთან შესაბამისობის დადასტურება
- ტექსტში ციტირება და ლიტერატურის სია გაფორმებულია APA 7-ის შესაბამისად
ტექნიკური პარამეტრები
- ფორმატი: A4
- ველები: ყველა მხრიდან – 2.54 სმ
- სტრიქონებს შორის მანძილი: ორმაგი (2.0), მათ შორის აბსტრაქტსა და ლიტერატურის სიაში
- ტექსტის გასწორება: მარცხენა კიდეზე (Align Left); აბზაცის პირველი სტრიქონის შეწევა – 1.27 სმ
- შრიფტი: Sylfaen, ზომა 11 (ქართული და ინგლისური ტექსტისთვის), მთელ ნაშრომში ერთიანად
- გვერდები ინომრება არაბული ციფრებით, ზედა მარჯვენა კუთხეში, სათაურის გვერდიდან დაწყებული
ილუსტრაციები, სქემები, ცხრილები
- ფორმატი: 90×120 მმ-დან 130×120 მმ-მდე; გარჩევადობა: არანაკლებ 300 dpi
- ნუმერაცია არაბული ციფრებით (ცხრილები და ილუსტრაციები ცალ-ცალკე, ტექსტში პირველი მოხსენიების თანმიმდევრობით)
- ნომერი (მაგ., „ცხრილი 1“ / „Table 1“, „ილუსტრაცია 1“ / „Figure 1“) – მუქი შრიფტით (Bold), მასალის ზემოთ; მის ქვემოთ, ახალ სტრიქონზე – სათაური დახრილი შრიფტით (Italic)
- განმარტება/კომენტარი („შენიშვნა.“ / „Note.“) და წყაროს მითითება – მასალის ქვემოთ
სათაურები და სტრუქტურა
- სამეცნიერო ნაშრომის სათაური: Bold, ცენტრში; ინგლისურენოვან სათაურში თითოეული მნიშვნელოვანი სიტყვა იწყება დიდი ასოთი (Title Case)
- ავტორის სახელი, გვარი, აფილაცია და ORCID იდენტიფიკატორი – სათაურის ქვემოთ, ცენტრში
- აბსტრაქტი – 100-150 სიტყვა, ორივე ენაზე; საკვანძო სიტყვები – 3-5 ერთეული; მათ წინ დახრილი შრიფტით (Italic) მიეთითება წარწერა „საკვანძო სიტყვები:“ / „Keywords:“
- ქვესათაურები ფორმდება APA 7-ის სათაურების დონეების (Level 1–5) სისტემით
- ციტირების სტილი – APA 7th Edition (იხ. ქვემოთ)
ციტირების სტილი – APA 7th Edition
- ტექსტში ციტირება ხორციელდება „ავტორი–თარიღი“ სისტემით: (Author, 2020); (Author & Author, 2020); სამი და მეტი ავტორის შემთხვევაში – (Author et al., 2020); პირდაპირი ციტატისას მიეთითება გვერდი: (Author, 2020, გვ. 15) / (Author, 2020, p. 15)
- სქოლიოები დასაშვებია მხოლოდ განმარტებითი შინაარსისთვის და არა წყაროს მისათითებლად
- ნაშრომს ერთვის ლიტერატურის სია („გამოყენებული ლიტერატურა“ / „References“): ავტორის გვარის მიხედვით ანბანური რიგით; თითოეული წყაროს პირველი სტრიქონი იწყება მარცხენა კიდიდან, ხოლო მომდევნო სტრიქონები შეწეულია 1.27 სმ-ით (Hanging Indent)
- არსებობის შემთხვევაში წყაროს DOI მიეთითება ბმულის სახით (https://doi.org/...)
- ტექსტში ციტირებული ყველა წყარო ასახული უნდა იყოს ლიტერატურის სიაში და პირიქით
- ინგლისურენოვან ნაშრომებში არალათინური დამწერლობის წყაროები მიეთითება ტრანსლიტერაციით, სათაურის ინგლისური თარგმანით კვადრატულ ფრჩხილებში
- ლიტერატურის სიის გაფორმების ნიმუშები:
სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული ნაშრომი: Author, A. A., & Author, B. B. (2023). Title of the paper. Journal Name, 15(2), 45–60. https://doi.org/10.xxxx/xxxxx
წიგნი: Author, A. A. (2021). Title of the book (2nd ed.). Publisher.
ვებრესურსი: Organization Name. (2024, May 10). Title of the page. Site Name. https://www.example.com
ნაშრომის სტრუქტურა
- ავტორის მონაცემები
- სამეცნიერო ნაშრომის სათაური
- აბსტრაქტი (ორ ენაზე)
- საკვანძო სიტყვები (3-5 საკვანძო სიტყვა)
- შესავალი (პრობლემის იდენტიფიკაცია, აქტუალობა, მიზანი, კვლევის კითხვები, შეზღუდვები)
- კვლევის მეთოდოლოგია
- შედეგები და ანალიზი
- დასკვნები და რეკომენდაციები
- გამოყენებული ლიტერატურა (References) – APA 7-ის შესაბამისად
საავტორო უფლებები და ლიცენზირება
ჟურნალში გამოქვეყნებულ სამეცნიერო ნაშრომებზე ავტორები ინარჩუნებენ საავტორო უფლებას და ნაშრომის გამოსაქვეყნებლად წარდგენისას ეთანხმებიან, რომ იგი გამოქვეყნდეს ღია წვდომის ლიცენზიით Creative Commons Attribution (CC BY 4.0), რომლის თანახმად მკითხველს შეუძლია მასალის თავისუფლად გამოყენება, გავრცელება და გადამუშავება ავტორის სახელის სავალდებულო მითითებით. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშაონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალი მითითებული იქნება როგორც პირველადი გამოცემის წყარო.
ნაშრომის ჟურნალისთვის წარდგენა თავისთავად ნიშნავს ავტორის თანხმობას ზემოაღნიშნულ ლიცენზირებაზე – ცალკე ხელმოწერილი დოკუმენტი არ მოითხოვება.
ლიცენზიის სრული ტექსტი ხელმისაწვდომია: https://creativecommons.org/licenses/by/4.0/
წარდგენის წესი
- გაეცანით ავტორთა გზამკვლევს და საავტორო უფლებებისა და ლიცენზირების პირობებს.
- დაეთანხმეთ საავტორო უფლებების პირობებსა და ნაშრომის ღია წვდომის ლიცენზიით გამოქვეყნებას.
- გამოაგზავნეთ სამეცნიერო ნაშრომის ელექტრონული ვერსია სარედაქციო ელფოსტაზე.
e-mail: rdc@thu.edu.ge
