რეცენზირების პროცესი

ნაშრომების შერჩევა ხორციელდება ორმხრივად დაფარული ანონიმური რეცენზირების (double-blind peer review) საფუძველზე, სარედაქციო კოლეგიის მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების შესაბამისად. დაცულია როგორც ავტორის, ისე რეცენზენტის ვინაობის კონფიდენციალურობა. თითოეულ ნაშრომს განიხილავს არანაკლებ ორი დამოუკიდებელი რეცენზენტი; მოსაზრებათა არსებითი შეუთანხმებლობის შემთხვევაში სარედაქციო კოლეგია იწვევს დამატებით, მესამე რეცენზენტს.

შეფასების კრიტერიუმები:

   - თემის აქტუალურობა და სიახლე;

   - კვლევის განმტკიცება მტკიცებულებებით;

   - წყაროების სანდოობა და ვალიდურობა;

   - სტატიის ტექნიკური გამართულობა;

   - კვლევის შედეგების შესაბამისობა სფეროს სპეციფიკასთან.

ნაშრომის განხილვის ეტაპები და ვადები

1. აბსტრაქტის მიღების დადასტურება - არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა

2. საბოლოო ნაშრომის ატვირთვის ვადა - არაუმეტეს 4 კვირისა აბსტრაქტის დადასტურების შემდეგ

3. სტატიის შერჩევისა და რეცენზირების ვადა - მაქსიმუმ 10 კვირა (ორმხრივად დაფარული რეცენზირება - არაუმეტეს 6 კვირისა; ავტორისეული ჩასწორება საჭიროების შემთხვევაში - დამატებით არაუმეტეს 2 კვირისა; მესამე რეცენზენტის ჩართვა - დამატებით არაუმეტეს 4 კვირისა)

4. საბოლოო გადაწყვეტილების გაგზავნა - არაუგვიანეს 2 კვირისა

 

რეცენზირების შედეგად შესაძლებელია მიღებულ იქნეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება:

ა) ნაშრომის მიღება უცვლელად;

ბ) ნაშრომის მიღება პირობითად, რეცენზენტის შენიშვნების გათვალისწინების შემდეგ;

გ) ნაშრომის უარყოფა.

 

ავტორს, რომლის ნაშრომიც უარყოფილია, უფლება აქვს წერილობით მიმართოს სარედაქციო კოლეგიას საკითხის ხელახალი განხილვის მოთხოვნით (აპელაცია). სარედაქციო კოლეგია განიხილავს აპელაციას წარდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში