საგამომცემლო ეთიკა და პოლიტიკა
წინამდებარე პოლიტიკა ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საგამომცემლო ეთიკის სტანდარტებს, მათ შორის Committee on Publication Ethics (COPE)-ის პრინციპებს.
მთავარი რედაქტორი პასუხისმგებელია ჟურნალში გამოქვეყნებულ ყველა მასალაზე, იცავს სარედაქციო დამოუკიდებლობას და გადაწყვეტილებებს იღებს ნაშრომის აკადემიური ღირებულების საფუძველზე, ავტორის რასის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულებების ან ინსტიტუციური აფილიაციის მიუხედავად.
ავტორები წარადგენენ მხოლოდ ორიგინალურ, აქამდე გამოუქვეყნებელ ნაშრომს, თავს იკავებენ პლაგიატის, თვითპლაგიატისა და მონაცემთა გაყალბებისგან, ავლენენ ინტერესთა კონფლიქტებსა და კვლევის დაფინანსების წყაროებს.
რეცენზენტები აფასებენ ნაშრომს ობიექტურად და მიუკერძოებლად, იცავენ სრულ კონფიდენციალურობას და დაუყოვნებლივ აცნობებენ რედაქციას ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში.
პლაგიატის დასაშვები ზღვარი
ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის აღმოსაჩენად განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით. დასაშვები მსგავსების მაქსიმალური ზღვარია 17%, იმ პირობით, რომ ერთი წყაროდან მომდინარე დამთხვევა არ აღემატება 5%-ს; ციტატები, ბიბლიოგრაფია და საერთო ტერმინოლოგია არსებით დარღვევად არ ითვლება, თუ სათანადოდაა მითითებული. დამთხვევის დადასტურების შემთხვევაში ავტორს ეძლევა 10 სამუშაო დღე წერილობითი განმარტებისა და შესწორებული ვერსიის წარსადგენად.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენების ეთიკური ჩარჩო
დასაშვებია AI ინსტრუმენტების გამოყენება ნაშრომზე მუშაობის დამხმარე ეტაპებზე (ენობრივი რედაქტირება, გრამატიკული შემოწმება), თუმცა ეს გარემოება უნდა მიეთითოს ნაშრომის მეთოდოლოგიის ნაწილში. დაუშვებელია AI-ის გამოყენება ნაშრომის შინაარსობრივი ნაწილის, კვლევის შედეგების ან დასკვნების გენერირებისთვის ისე, რომ ჩანაცვლდეს ავტორის დამოუკიდებელი სამეცნიერო წვლილი. ხელოვნური ინტელექტი არ განიხილება ნაშრომის თანაავტორად.
კონფიდენციალურობის პოლიტიკა
ჟურნალის ვებგვერდზე რეგისტრაციისას შეყვანილი მონაცემები - მათ შორის ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია - გამოიყენება მხოლოდ ჟურნალის სარედაქციო და საგამომცემლო პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე მხარეს, კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევების გარდა.
ეს დებულება არ ეხება ავტორის სახელს, გვარსა და აფილაციას, რომლებიც ავტორობის საჯარო აღნიშვნის მიზნით ქვეყნდება გამოქვეყნებულ ნაშრომთან ერთად, ავტორის თანხმობით.
მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს საკუთარი პერსონალური მონაცემების ნახვა, შესწორება ან წაშლა, ასევე მონაცემთა დამუშავებაზე თანხმობის გამოხმობა - რედაქციისადმი მიმართვის გზით.
