საერთაშორისო კონფერენცია

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია ტარდება ყოველწლიურად და აერთიანებს მკვლევრებს ადგილობრივი და საერთაშორისო აკადემიური წრეებიდან.

აბსტრაქტების წარსადგენად საჭირო პირობები

  -    ავტორს გააჩნია ORCID იდენტიფიკატორი

  -    მითითებულია ავტორის (თანაავტორების) სახელი, გვარი, სამეცნიერო ხარისხი და აფილაცია

  -    მითითებულია საკონტაქტო ავტორის ელფოსტა და ტელეფონი

  -    ნაშრომი აქამდე არსად გამოქვეყნებულა და არ იმყოფება სხვა გამოცემის განხილვის პროცესში

  -    ფაილი წარმოდგენილია doc/docx ფორმატში

  -    აბსტრაქტი მომზადებულია ორივე ენაზე (100–150 სიტყვა), ციტატების, ცხრილების ან ილუსტრაციების გარეშე

  -    მითითებულია 3-5 საკვანძო სიტყვა

ტექნიკური პარამეტრები

  -    ფორმატი: A4

  -    ველები: ყველა მხრიდან – 2.54 სმ

  -    სტრიქონებს შორის მანძილი: ორმაგი (2.0)

  -    ტექსტის გასწორება: მარცხენა კიდეზე (Align Left); აბსტრაქტი იწერება ერთ აბზაცად, პირველი სტრიქონის შეწევის გარეშე

  -    შრიფტი: Sylfaen, ზომა 11 (ქართული და ინგლისური ტექსტისთვის), მთელ ტექსტში ერთიანად

  -    სამეცნიერო ნაშრომის სათაური: Bold, ცენტრში; ინგლისურენოვან სათაურში თითოეული მნიშვნელოვანი სიტყვა იწყება დიდი ასოთი (Title Case)

  -    ავტორის სახელი, გვარი, აფილაცია და ORCID იდენტიფიკატორი – სათაურის ქვემოთ, ცენტრში

  -    საკვანძო სიტყვები – აბსტრაქტის ქვემოთ; მათ წინ დახრილი შრიფტით (Italic) მიეთითება წარწერა „საკვანძო სიტყვები:“ / „Keywords:“