
ვებინარი სტუდენტთა ONLINE შეფასების შესახებ
2021 წლის 25 მაისს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი, რომელსაც საქართველოს 23 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 59 წარმომადგენელი დაესწრო. წამყვანი პარტნიორი გახლდათ - დისტანციური განათლების უნივერსიტეტების ევროპული ასოციაცია (EADTU). ვებინარს ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც: პროფ. ნონა გელიტაშვილი, ასოც. პროფ. ნანა ბიჩენოვი, სოფიო მგალობლიშვილი და ქეთი ცერცვაძე. ვებინარი ეხებოდა online სწავლების დროს სტუდენტთა შეფასების საკითხებს, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს, სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას.
მსგავსი სიახლეები
სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.
სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატური...
ვრცლად