ვებინარი სტუდენტთა ONLINE შეფასების შესახებ
2021 წლის 25 მაისს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი, რომელსაც საქართველოს 23 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 59 წარმომადგენელი დაესწრო. წამყვანი პარტნიორი გახლდათ - დისტანციური განათლების უნივერსიტეტების ევროპული ასოციაცია (EADTU). ვებინარს ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც: პროფ. ნონა გელიტაშვილი, ასოც. პროფ. ნანა ბიჩენოვი, სოფიო მგალობლიშვილი და ქეთი ცერცვაძე. ვებინარი ეხებოდა online სწავლების დროს სტუდენტთა შეფასების საკითხებს, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს, სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას.
მსგავსი სიახლეები
პროექტი - ევროსტუდენტი VII: საერთაშორისო კვლევა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სოციალური კვლევისა და ა...
ვრცლადსსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ელსევიერთან ერთად იწყებს ვებინარების სერიას
სსიპ-შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი ,,ელსევიერთან’&rsquo...
ვრცლად
