გაფორმდა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი თჰუ-სა და აუდიტორულ კომპანია G-Roi-ის შორის 15.04.2024

გაფორმდა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი თჰუ-სა და აუდიტორულ კომპანია G-Roi-ის შორის

2024 წლის 11 აპრილს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა საჯარო ლექციას, რომელიც „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამის ახალმა დამსაქმებელმა ჩაატარა.

 

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა და G-Roi-ის გენერალურმა დირექტორმა - ეკა რუხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

"ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის, ვინაიდან ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ სტუდენტების წინაშე - იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ახლა ირჩევენ გზებს, რაზეც დიდწილად დამოკიდებულია მათი პროფესიული მომავალი და უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ საკითხში თავის პოზიტიურ წვლილს ჩვენი კომპანიაც შეიტანს." - აღნიშნა G-Roi-ის მმართველმა პარტნიორმა ეკა რუხაძემ მის საჯარო მოხსენებაში, რომლის ფარგლებშიც მან სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მარცხისა და წარმატებების შესახებ, ასევე გააცნო ის ძირითადი გამოწვევები და ეთიკური ნორმები, რომლებიც აუდიტორის პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ! 01.09.2016

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 09 სექტემბ...

ვრცლად
აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნა 15.06.2022

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნა

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური 

ვრცლად