ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

განცხადებები
 
სიახლეები
 
კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

წარმატებით დასრულდა იურიდიული კვლევის ცენტრისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი, სალექციო კურსის ფარგლებში თემაზე ;- „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა“, რომელსაც უძღვებოდა ახალგაზრდა მეცნიერი, სამართლის დოქტორი მიხეილ ბიჭია. მადლობა აღნიშნული ფორმატის ორგანიზატორებს, მენტორს მიხეილ ბიჭიას, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის იურიდიული კვლევის ცენტრის დირექტორს თეიმურაზ მალანიასა და ღონისძიების თითოეულ მონაწილეს საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.

 
26 ოქტომბერს ჩატარდება ვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა

26 ოქტომბერს ჩატარდება ვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა

2020 წლის 26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდება ვებინარი. თემა: "მოტივაციის ძალა" (თვით-განვითარების მნიშვნელობა) თამარ კანაშვილი - ტრენერთა ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 12+ წლიანი გამოცდილება ტრენინგ ინდუსტრიაში; 500+ ჩატარებული ტრენინგი, მენტორი, ლექტორი; 100-ამდე კომპანიასთან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; სამოტივაციო წიგნის (" წიგნზე > ") ავტორი. ვებინარის ხანგრძლივობა: 45 წუთი. ფორმატი: ინტერაქტიული. Zoom meeting ID – 9634307905 პაროლი - thu1992 გთხოვთ, 10 წუთით ადრე ისარგებლეთ Zoom-ის ბმულით, იმისათვის რომ შევძლოთ ტექნიკური საკითხების დროული მოგვარება.

 
პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს!

პრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს!

2020 წლის 23 ოქტომბერს 19:00 საათზე თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთათვის Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდება პრეზენტაცია თემაზე - "არა პლაგიატს". პრეზენტაციას წარმოადგენს სამართლის ფაკულტეტის დეკანი ლია ჭიღლაშვილი. პრეზენტაციაზე დასასწრებად ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://us04web.zoom.us/j/2583006528?pwd=ekRxanZXWXluWDByMnMxMDJWS09lUT09

 
21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში“. მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულმა კურსმა უკვე ინტენსიური ხასიათი მიიღო. მოხარულები ვართ, რომ მოცემული შემეცნებითი აქტივობის ბაზაზე, საფუძველი ჩაეყარა ურთიერთ თანამშრომლობის პროცესს იურიდიული კვლევის ცენტრსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის. თანამშრომლობის ეს ფორმატი, სამომავლოდ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას მოგვცემს. ინტენსიური კურსის ფარგლებში ძირითად სამიზნე აუდიტორიას სწორედ ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური შემადგენლობა და აკადემიური პერსონალი წარმოადგენს. კურსს გაუძღვება სამართლის დოქტორი მიხეილ ბიჭია. ტრენერის შესახებ დაწვრილებით იხ. http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00014772/ ონლაინ-კურსის მიზნები: კაზუსის ამოხსნის მეთოდის მნიშვნელობის გააზრება; ლოგიკური თამიმდევრობის მიხედვით, სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოებების გამოყენებით არგუმენტირებულად და სტრუქტურირებულად ჰიპოთეტური კაზუსების ამოხსნა; პრაქტიკული შემთხვევების შესწავლისა და მათი სამართლებრივი კვალიფიკაციის უნარების გამომუშავება; ონლაინ-კურსის ფარგლებში განსახილველი საკითხები: კაზუსის არსი; კაზუსის ამოხსნის მეთოდის მნიშვნელობა სასწავლო პროცესსა და პრაქტიკაში; საქმის ფაბულის შეფასების მოთხოვნები (რეალისტურად და ობიექტურად შეფასება, ანალიზი კონკრეტული გარემოებების საფუძველზე და საფუძვლიანი მსჯელობა); საქმის არსებითი და არაარსებითი გარემოებების გამიჯვნა; კაზუსის ამოხსნის სტრუქტურა: გარე და შიდა სტრუქტურა. სამართლის ნორმის განმარტების მნიშვნელობა კაზუსის ამოხსნაში; ნორმის განმარტების სახეები (სიტყვასიტყვითი, ლოგიკური, განმვრცობი...). კანონის ანალოგიის გამოყენების წინაპირობები; კაზუსის ამოხსნის გარე სტრუქტურის სტადიები: მოთხოვნის წარმოშობა, მოთხოვნის შეწყვეტა, მოთხოვნის განხორციელებადობა. კაზუსის ამოხსნის შიდა სტრუქტურა: ა. ჰიპოთეზა; ბ. ცნებები და წინაპირობები; გ. სუბსუმცია; დ. შედეგი. სილოგიზმი და კაზუსის ამოხსნა: ზოგადი და იურიდიული სილოგიზმის არსი; იურიდიული სილოგიზმი კაზუსის ამოხსნისას. (ეს არის საკითხების მხოლოდ არასრული ჩამონათვალი...) კურსის გავლის შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა ორენოვანი სერტიფიკატი ონლაინ ლექციების ჩატარების დრო: 20:00 სთ.დან - 22:00 სთ.მდე დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ ნომერზე: 558 52 71 61; 598 12 10 23; ან მოგვწერეთ ფოსტის მეშვეობით: legalresearchcenter545@gmail.com

 
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი:

 
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტი გილოცავთ სვეტიცხოვლობის დღესასწაულს და გაცნობებთ რომ 14 ოქტომბერი - დასვენების დღეა! თჰუ-ს ადმინისტრაცია Тбилисcкий гуманитарный учебный университет поздравляет вас с праздником Светицховлоба! 14 октября – выходной! администрация ТГУ

 
პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა

პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა

2020 წლის 6 ოქტომბერს გაიმართა თჰუს ასოცირებლი პროფესორის მარიკა შავლაყაძის პროექტის პრეზენტაცია. პროექტი ეხებოდა ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევას.

 
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები