საერთაშორისო პარტნიორები და მიმდინარე აქტივობები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი  თანამშრომლობს  შემდეგ  უნივერსიტეტებთან და კვლევით ცენტრებთან მეცნიერების, ტექნოლოგიის, განათლებისა და კვლევების მიმართულებით:

სამართლის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა) 

აშაფენბურგის გამოყენებით მეცნიერების უნივერსიტეტი (გერმანია) 

ბიდგოშის ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი) 

ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბელარუსი) 

ბოგომოლეცის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა) 

ლოძის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ეკონომიკის უნივერსიტეტი (პოლონეთი) 

კიევის ტექნოლოგიების და დიზაინის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა) 

ჩერკასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა) 

პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი (ჩეხეთი) 

ვარშავის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (პოლონეთი) 

მიკოლას რომერის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) 

ინსუბრიის უნივერსიტეტი (იტალია) 

რუმინეთის პიტესტის უნივერსიტეტი (რუმინეთი) 

ლატვიის უნივერსიტეტი (ლატვია) 

განათლებისა და სამეცნიერო ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი (გერმანია) 

ლიტვის შიაულიაის უნივერსიტეტი (ლიეტუვა) 

DMEDICAL-ს უნივერსიტეტი (ისრაელი) 

აზერბაიჯანის სამედიცინო უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი) 

ევროაზიური ღია უნივერსიტეტი (რუსეთი) 

ბოლაშაკ კარაგანდის უნივერსიტეტი (ყაზახეთი) 

აზერბაიჯანის ნავთობის და მრეწველობის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი) 

ანტალიის ტურიზმის აკადემია (თურქეთი)  

სანკტ-პეტერბურგის აკადემიური უნივერსიტეტი (რუსეთი) 

აზერბაიჯანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი) 

სტავროპოლის კერძო სასწავლო უნივერსიტეტი (რუსეთი) 

 

მიმდინარე პერიოდის აქტივობები თჰუ-ს ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკის ფარგლებში:

  • 2019 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზე ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი და საქართველოს 10 უნივერსიტეტი შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის გზით.
  • თანამშრომლობა პიტესტის უნივერსიტეტთან (რუმინეთი)

2019 წელი: გაფორმდა მემორანდუმი პიტესტის უნივერსიტეტთან (რუმინეთი) 

2020 წელი: ERASMUS+ პროგრამის მხარდაჭერით რუმინეთის პიტესტის უნივერსიტეტიდან თჰუ-მ მიიღო ორმხრივი მოწვევა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე. უნივერსიტეტმა გააქტიურა თანამშრომლობა და უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2020 წლის აპრილში,  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში უნდა ჩამოსულიყო  რუმინელი პროფესორი. გლობალური პანდემიის გამო დაგეგმილი ვიზიტი და შესაბამისი ტრენინგი გადაიდო. გამოცდილების მიღებისა და გაზიარების მიზნით 2020 წლის ნოემბრისათვის დაგეგმილია თჰუ-ს აკადემიური პერსონალის მივლინება პიტესტის უნივერსიტეტში.

  • თანამშრომლობა აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტთან (გერმანია)

2019 წელი: Erasmus + ოფისის მხარდაჭერით გაფორმდა მემორანდუმი აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტთან (გერმანია)

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. გერმანული და ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ გერმანიაში, აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. თჰუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს კი მოკლევადიანი ვიზიტით მიიწვევენ ლექციებისა და სემინარების ჩასატარებლად, ასევე სიმპოზიუმებში, კვლევებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ორმხრივი ხელშეკრულება აგრეთვე ითვალსიწინებს ფაკულტეტებს შორის ურთიერთსასარგებლო ვიზიტების განხორციელებას და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გერმანული მხრიდან ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი, ქართული მხრიდან კი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი.

2020 წელი: მივიღეთ გერმანიის აშაფენბურგის უნივერსიტეტიდან ორმხრივი მოწვევა სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე.  შევარჩიეთ სტუდენტი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან, რომელიც 2020 წლის 1 ოქტომბერს გაემგზავრება გერმანიაში სასწავლებლად.

2020 წლის იანვარში თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტმა გამოაცხადა კონკურსი 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში (გერმანია) სწავლის მსურველთათვის. http://thu.edu.ge/n358

უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტი არ იხდის სწავლის ქირას, ხოლო გერმანიაში სწავლისას მოპოვებული კრედიტების აღიარება დაბრუნების შემდეგ მოხდება თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში. კონკურსი განკუთვნილი იყო ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის საბაკალავრო პროგრამების მე-2 და მე-3 კურსის სტუდენტებისათვის, რომელთაც გააჩნიათ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აქტიური სტუდენტის სტატუსი.

  • თანამშრომლობა პასაუს უნივერსიტეტთან (გერმანია)

გამოცდილების მიღებისა და გაზიარების მიზნით განხორციელდა ადმინისტრაციაში დასაქმებულ პირთა მივლინება. კერძოდ, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი ეწვია პასაუს უნივერსიტეტის საზაფხულო სემინარს.

  • თანამშრომლობა ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტთან (გერმანია).

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი ერთობლივი სამეცნიერო კვლევის განხორციელების მიზნით ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში.

  • თანამშრომლობა ბიდგოშის უნივერსიტეტთან (პოლონეთი)

გაფორმდა მემორანდუმი  ბიდგოშის უნივერსიტეტთან (პოლონეთი)

ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში თჰუ-ში ვიზიტად იმყოფებოდნენ ბიდგოშის უნივერსიტეტის პროფესორები და ვიცე რექტორი. პოლონელმა პროფესორმა ჩაატარა ლექცია საკვლევ თემაზე და პრეზენტაცია უნივერსიტეტის შესახებ.

  • გაფორმდა მემორანდუმი ლოძის უნივერსიტეტთან (პოლონეთი)

2020 წლის ოქტომბერში თჰუ-ს  პარტნიორი ევროპის უნივერსიტეტების მონაწილეობით დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია.