
პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“
2024 წლის 20 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან.
შეხვედრის მიზანია სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.
შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“.
საერთაშორისო მობილობა გახლავთ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და იგი გულისხმობს:
ა) თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის სწავლა-სწავლების ან ტრენინგების გავლის მიზნით გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთის უნივერსიტეტში მოღვაწეობას, ან პირიქით,
ბ) უცხოური უნივერსიტეტებიდან თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დროებითი სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას.
შეხვედრის ორგანიზატორების მხრიდან ასევე გაზიარებული იქნება ინფორმაცია უცხოეთში გაცვლითი პროგრამებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
გთხოვთ დაესწროთ შეხვედრას
საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
მსგავსი სიახლეები
ოთხშაბთს, 9 ოქტომებრს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე; "არა პლაგიატს"
სტუდენტთა საყურადღებოდ! ოთხშაბთს, 9 ოქტომებრს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე; ,,არა პლაგიატს" საჯარო ლექციას წარუძღ...
ვრცლადთჰუში ჩატარდა ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
2018 წლის 17 მაისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავ...
ვრცლადჰორიზონტი ევროპა - საინფორმაციო დღე
ევროკომისია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარე წლის 28 მაისს 13:00-17:00 სთ-ზე გამართავს ევროკავშირის ჩარჩ...
ვრცლად