ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი მატერიალური და ადამიანური რესურსების (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) სფეროში, რომელიც წარმოადგენს უნივერსიტეტს ეკონომიკურ ურთიერთობებში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს  წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის (ადმინისტრაციული სამსახურის) სტატუსი განისაზღვრება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (შემდგომში „თჰუ“) დებულებით. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც არის  უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი  მატერიალური და ადამიანური რესურსების სფეროში და რომელიც წარმოადგენს თჰუ–ს ეკონომიკურ ურთიერთობებში; უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (ადმინისტრაციული სამსახური) აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

ა) კანცელარია;

ბ) ბუღალტერია;

გ) საერთაშორისო ურთიერთობები და უცხოელ სტუდენტთა მხარდაჭერა;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფა;

ე) ადამიანური რესურსების მართვა;

ვ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა;

ზ) უსაფრთხო გარემო;

თ) არქივი;

ი) კარიერული განვითარება და სტუდენტური მხარდაჭერა;

კ) სამეცნიერო კვლევები.

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ლეონ ჯიქია 

ელ-ფოსტა: ljikia@thu.edu.ge

ტელ: (+995 32) 2 54 59 09