სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა

ელექტრონულ ბაზაში თითოეულ სტუდენტს წვდომა აქვს ინდივიდუალურად, საკუთარი პირადი გვერდის მეშვეობით, საიდანაც იღებს ინფორმაციას სასწავლო პროცესთან დაკავშირებით და ერთვება სასწავლო პროცესში ელექტრონულად.

 

ელექტრონული ბაზა სტუდენტს საშუალებას აძლევს:

ა) ნახოს მის მიერ არჩეული სასწავლო კურსები როგორც სემესტრების, ასევე საგნის ტიპის (ზოგადსაუნივერსიტეტო, არჩევითი)მიხედვით, თითოეულ საგანში მიღებული სემესტრული აქტივობის ქულა, შუალედური და შემაჯამებელი გამოცდის შედეგები.

ბ) ნახოს თავისი GPA.

გ) მიიღოს ინფორმაცია თავისი პროფილიდან პირად მონაცემებზე(ელექტრონული ფოსტა, საკონტაქტო ნომერი, ფაკულტეტი, სპეციალიზაცია, სასწავლო ჯგუფი).

დ) შეცვალოს პირადი მონაცემები(ელექტრონული ფოსტა, საკონტაქტო ნომერი, სურათი).

ე) გაეცნოს სასწავლო პროგრამას, პროგრამის სტრუქტურას, სასწავლო კურსის სილაბუსებს, სასწავლო და საგამოცდო ცხრილებს.

ვ)  დაუკავშირდეს როგორც ლექტორს, ასევე ადმინისტრაციას კორესპონდენციის ორი სახით:

ა) სტუდენტს შეუძლია მისწეროს სასურველ პირს ბაზიდან(ფაკულტეტის დეკანი/სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი/ლექტორი/ და სხვა) საკუთარი პირადი მეილის მითითებით. ასევე სტუდენტმა უნდა მიუთოთოს მიზეზი და საჭიროების შემთხვევაში მიამაგროს ფაილი. პასუხი სტუდენტს დაუბრუნდება პირად მეილზე.

ბ) სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს ბაზის შიდა კორესპონდენცია, საიდანაც ახორციელებს მიმოწერას. შემოსული და გასული წერილები აისახება ბაზაში.

 

სტუდენტის კაბინეტი