ინფორმაცია პერსონალისა და სტუდენტებისათვის

ინფორაცია დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ

უნივერსიტეტის მიზანია სტუდენტების მუდმივი ინფორმირება საზღვარგარეთ სასწავლებლად უნივერსიტეტისა და სხვა ორგანიზაციების/ფონდების მიერ გამოცხადე­ბული გრანტებისა და სტიპენდიების შესახებ. შესაბამისად, მოცემულ გვერდზე წარმოდგენილია ინფორმაცია დაფინანსებების მოპოვების შესაძლებლობის შესახებ.

http://mes.gov.ge/content.php?id=218&lang=geo (მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის)

http://www.americancouncils.ge

http://www.osgf.ge

www.cie.ge
www.study-in-europe.org
www.mastersportal.eu
http://www.britishcouncil.org/ge
http://ec.europa.eu/education/erasmus-mundus 
http://www.scholarships-links.com/
http://www.eecalink.eu/?cat=home
http://www.distancelearningportal.com
http://www.studyportals.eu
http://www.scholarshipportal.eu/#basic

 

თბილისი ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტი მხარს უჭერს აკადემიურ მობილობას, ორგანიზებას უწევს სემინარებს/კონფერენციებს და ხელს უწყობს კვლევის განვითარებას. 

 

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო აქტივობა კვლევის კუთხით, შეიძლება გამოიხატოს:

•    პარტნიორ უნივერსიტეტებთან დადებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში განხორციელებული კვლევითი აქტივობით ან ახალი პროექტის ინიცირებით;

•    რუსთაველის ფონდის კვლევითი გრანტის ფარგლებში;

•    სხვა საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში.

უნივერსიტეტი მხარს უჭერს და აფინანსებს სამეცნიერო საქმიანობას როგორც შიდა რესურსებით, ასევე გარე დონორების მოზიდვის გზით. 

 

აკადემიური პერსონალის საერთაშორისო ვიზიტები

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს შეუძლია განაცხადით მიმართოს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს შესაბამის საერთაშორისო კონფერენციაში, სემინარში, სხვა საერთაშორისო სასწავლო ან კვლევით ღონისძიებაში მონაწილეობის დაფინანსებასთან დაკავშირებით.  განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ვიზიტი შეიძლება სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდეს.

დამატებით იხილეთ:

პროფესიული განვითარება

მაშავის სატრენინგო პროგრამა

 

ინფორმაცია გრანტების შესახებ:

წარმატებით დასრულდა Erasmus+ KA107 პროექტის I ეტაპი, რომელიც რუმინეთის, პიტეშტის უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 1-5 მარტს ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობდა 68 ქვეყანის წარმომადგენელი, მათ შორის საქართველოდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU).

საერთაშორისო სასწავლო კვირეულს კოორდინირებას უწევდა Erasmus + ოფისის წარმომადგენელი რუმინეთიდან, კარმენ-ანდრეას ბურჯეტი და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ქეთი ცერცვაძე.

სასწავლო ტრენინგზე, სიტყვით წარსდგნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ელენე კაკაბაძე და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი. ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს პროფესიული გამოცდილება და იდეები. იმსჯელს პანდემიის დროს არსებულ გამოწვევებზე და დასახეს გზები მათ დასაძლევად.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:

http://thu.edu.ge/n488

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და პიტესტის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ,Erasmus+ პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ურთერთობების სამსახურის ორგანიზებით, შეირჩა ეკონომიკის, ბიზნესა და მართვის ფაკულტეტის 2 სტუდენტი ,რომლებმაც წარმატებით გაირეს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის შიდა კონკურსი.

სწავლების პერიოდი: 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

შერჩეული სტუდენტები პიტესტის უნივერსიტეტში მიიღებენ ყოველთვიურ სტიპენდიას რომელიც შეადგენს 800 ევროს და აგრეთვე დაუფინანსდებათ მგზავრობის ხარჯები, რომელიც შეადგენს 275 ევროს.