
V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია!
2024 წლის 11 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა რიგით V საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია.
კონფერენციაზე მონაწილეობა მიიღო 47-მა მონაწილემ, მათ შორის იყვნენ მეცნიერების სხვადასხვა დარგის პროფესორ/მასწავლებლები როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის უმაღლესი საგანმანათლებო დაწესებულებებიდან (გერმანია, რუმინეთი, პოლონეთი, უკრაინა)
კონფერენციის დასაწყისში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის პრორექტორებმა, დევი ხვედელიანმა და ლია ჭიღლაშვილმა; კვლევებისა და განვითარების ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა მაია მელაძემ და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, ნონა გელიტაშვილმა.
კონფერენცია მოიცავდა ოთხ სექციას, - მედიცინა, სამართალი, ბიზნეს-ეკონომიკა და ფსიქოლოგია. სექციებს უძღვებოდნენ მოდერატორები. კონფერენციაზე, ასევე მოწვეული იყვნენ საპატიო სტუმრებიც.
მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი მოხსენებები გამოირჩეოდა აკადემიზმითა და სამეცნიერო სიახლეებით. კონფერენციის დასასრულს გაიმართა კითხვა-პასუხის სესია და დისკუსია, სადაც მოსმენილი იქნა საინტერესო მოსაზრებები მეცნიერების სხვადასხვა დარგის პოპულარიზაციისა და მისი შემდგომი განვითარებისათვის.
V საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოიცემა თჰუ-ს სამეცნიერო ჟურნალში. კონეფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემათ ინგლისურენოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
ღია კონკურსის შედეგი
ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგ...
ვრცლადონლაინ ლექცია თემაზე - ბავშვი და ოჯახური გარემო
2021 წლის 7 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ორგანიზებით, შპს კერძო სკოლა „ინტელექტ...
ვრცლადსაუნივერსიტეტო საზოგადოების საყურადღებოდ!
2021 წლის 20 დეკემბერს 19:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იგეგმება სტრატეგიული გეგმის (2019-2025) შუალედური, 2019-2...
ვრცლად