
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებული თჰუ-ს სტომატოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი, თეკლა თორია!
2024 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტმა, რიგით XXXII სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას უმასპინძლა.
კონფერენციაზე მონაწილეობდა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტი თეკლა თორია, რომელმაც საუკეთესო ნაშრომის წარდგენისათვის III საპრიზო ადგილი დაიკავა.
კონფერენციის მონაწილეს, თეკლა თორიას გადაეცა სერტიფიკატი. უახლოეს პერიოდში კი გამოიცემა კონფერენციის თეზისეთა კრებული.
თჰუ-ს ადმინისტრაცია, თეკლა თორიას ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს!
მსგავსი სიახლეები
ონლაინ კონფერენცია: ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარება ცირკულარულ ეკონომიკაში
ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი გიწვევთ პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე: &quo...
ვრცლადესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტიპენდიები 2021
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 2021 სასწავლო წლისთვის აფინანსებს 7 სტუდენტს, რომლებსაც სურთ გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო პროგრამაზე...
ვრცლად