
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე ,, საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“
გაცნობებთ, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტო 2025 წლის 20 ნოემბერს მართავს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას თემაზე ,, საქართველოს კურორტების მდგრადი განვითარება“.
კონფერენციის მიზანია, საქართველოს კურორტების განვითარების ხელშეწყობა, სააგენტოსა და საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტების ჩართულობა საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმისა და კურორტების სამომავლო განვითარებაში. აღნიშნული კონფერენცია სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ჩაატარონ კვლევები, ახალი იდეების საფუძველზე შექმნან პროექტები და მონაწილეობა მიიღონ საქართველოში ჯანმრთელობის ტურიზმის და კურორტების განვითარების ხელშეწყობაში.
კონფერენციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 20 ნოემბერი
თეზისების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 27 ოქტომბერი 18:00 საათი. კონფერენციის თეზისები უნდა გაიგზავნოს სსიპ კურორტების განვითარების სააგენტოს ელ.ფოსტაზე info@resorts.gov.ge
ელ.ფოსტის საგანში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს
კონფერენციის დასახელება.
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
2018 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართება Dentsplay Sirona-ს სალექციო-პრაქტიკული კურსი „რესტავრაციის პრობლემების გადაწყვეტა“, ლექტორი- ვოლტერ დიასს
2018 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართება Dentsplay Sirona-ს სალექციო-პრაქტიკული კურსი „რესტავრაციის პრობ...
ვრცლადმემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
2022 წლის 01 დეკემბრს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხოლო 2023 წლის 30 იანვარს - ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერ...
ვრცლადაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 2019 წლის
ს ტ უ დ ე ნ ტ თ ა ს ა ყ უ რ ა დ ღ...
ვრცლად