თჰუს დახმარებით სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო 18.06.2018

თჰუს დახმარებით სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში სკვერი-ბიბლიოთეკა მოეწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.

„ბავშვებს სოფელ მეჯვრისხევში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოვუწყვეთ. მათი სიხარული ჩვენი ზურგის ქარია. ეკვილიბრიუმის ეს მიმართულება კონფლიქტის ხაზთან მდებარე სოფლებში მსგავსი სივცრეების შექმნას გულისხმობს და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დახმარებით ხორციელდება”, - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. 

მოძრაობა „ეკვილიბრიუმის“ სასკოლო მიმართულების წიგნიერი მხარდამჭერი კომპანია გალფია, ხოლო პროექტს „კულტურა საზღვრებს გარეშე“, რომლის ფარგლებშიც გაიხსნა სკვერი-ბიბლიოთეკა, მხარს უჭერენ: თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, შპს „ნოვა“, შპს „ციტადელი“, „დომინო“, გამომცემლობა “პალიტრა L”. 

 

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 10.08.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად
IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია 16.03.2021

IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

გაცნობებთ, რომ  2021 წლის 10 სექტემბერს შედგება IV ეროვ...

ვრცლად