
თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი
გაცნობებთ, რომ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით 2018 წლის 29 ივნისს 18.00 საათზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესზე განსახილველი სამოქალაქო საქმე შეეხo შემდეგ საკითხებს: სამკვიდრო ქონება, სამკვიდროს მიღება, კანონით მემკვიდრეობა, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების კეთილსინდისიერად შეძენა, ნოტარიუსის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები სამკვიდრო საქმის წარმოების დროს. წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას გისურვებთ!!!
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბ...
ვრცლად