განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი
თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო 22 და 23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიაში გამართულ უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების მე-9 საერთაშორისო გამოფენაში.
განათლების საერთაშორისო გამოფენა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საგამოფენო ცენტრ ექსპოჯორჯიას ორგანიზებით გაიმართა და მასში 12 ქვეყნის 100-მდე მონაწილე იყო წარმოდგენილი, მათ შორის: საქართველოდან, ლიტვადან, იტალიიდან, ესტონეთიდან, პოლონეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინაიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ უმაღლესი სასწავლებლების წამომადგენლებს, მიეღოთ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო შეკითხვაზე, ერთ სივრცეში ენახათ, შეეფასებინათ და შეედარებინათ საგანმანათლებლო პროგრამები, გაეგოთ უფრო მეტი კონტენტის, დაფინანსების წყაროების/შესაძლებლობების და გაცვლითი პროგრამების შესახებ. გამოფენის ფარგლებში, გაიმართა პარალელური ღონისძიებები, საჯარო ლექციების, პრეზენტაციების და პრესკონფერენციების სახით.
მსგავსი სიახლეები
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! დასაქმდი გუდვილში!!!
სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! დასაქმდი გუდვილში!!! გუდვილი გთავაზობთ: მოქნილ სამუშაო გრაფიკს; საათობრივ ანაზღაურებას;...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური
ვრცლადIII ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022
ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022
ვრცლად