თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო 02.03.2019

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება დაიწყო.

 

„სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის“ მიზნობრივი ქვეპროგრამის ფარგლებში, დაფინანსდებიან თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტები, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სწავლობენ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ კერძო და სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე.

 

2018-2019 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსებისთვის განცხადებები მიიღება 2019 წლის 1 მარტიდან - 31 მაისის ჩათვლით.

 

დაფინანსება გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტის ფარგლებში, რაც წლიურად 2250 ლარს, ხოლო სემესტრულად 1125 ლარს შეადგენს.

 

სწავლის საფასურის დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო მაჩვენებელზე, კერძოდ:

  • 51 – 70 ქულა - სწავლის საფასურის 50%;
  • 71 – 90 ქულა - სწავლის საფასურის 70% (თუ ოჯახს სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აქვს 40 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა, სტუდენტი მიიღებს 100 პროცენტიან დაფინანსებას);
  • 91 – 100 ქულა - სწავლის საფასურის 100%.

 

თუ სტუდენტს მოპოვებული აქვს 30%, 50% ან 70% სახელმწიფო სასწავლო გრანტი, მას სწავლის საფასური შეევსება 100%-მდე.

 

დაფინანსების მისაღებად სოციალურად დაუცველმა სტუდენტმა ქალაქ თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან;
  • ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით;
  • უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა;
  • უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი
  • რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან
  • სამოტივაციო წერილი.

მსგავსი სიახლეები

ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები  თჰუში 07.11.2020

ინგლისური ენის შემსწავლელელი უფასო ონლაინ კურსები თჰუში

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020 წლის 2 ნოემბრიდან მიმდინარეობს  ინგლისური ენის შემსწ...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 17.05.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...

ვრცლად