
პროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან“
2019 წლის 6 აპრილს 13:00 სთ-ზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გეგმავს სტუდენტებთან შეხვედრას სახელწოდებით „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“. პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის პროფესიული გამოცდილების გაზიარებას წარმატებული კარიერის დაგეგმვის კუთხით.
სტუდენტებს შეხვდება ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ქ-ნ ეკა სანიკიძე. შეხვედრა ეხმაურება ჯანდაცვის საერთაშორისო დღეს, სლოგანით - „ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან“.
გთხოვთ, მობრძანდეთ საკონფერენციო დარბაზში (N15)
პატივისცემით,
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
ჯანდაცვის ფაკულტეტი
მსგავსი სიახლეები
2019 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსი
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებ...
ვრცლადკონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკ...
ვრცლად