კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 20.05.2019

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

1.     ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის  ფაკულტეტზე

1.1. ასისტენტ პროფესორის თანამდებობაზე (მიმართულება- ეკონომიკა) ერთი საშტატო ერთეული.

 

2.     ასისტენტ პროფესორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის წარდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

ასისტენტ  პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:

ა) რომელიც არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება და ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;

ბ) გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელიც დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით; შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისათვის აუცილებელი კომპეტენცია, რაც დასტურდება შემდეგნაირად:

ბ.ა) აქვს პროფესიული გამოცდილების 3 წლიანი სტაჟი და სპეციალური მომზადება, ან/და

ბ.ბ) გამოქვეყნებული აქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სულ ცოტა 2 პუბლიკაცია, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას და აქვს სამეცნიერო ან პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება.

გ) ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომაზდებული სილაბუსი/სილაბუსები;

დ)ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატმა საკონკურსო განცხადებასთან ერთად უნდა შეავსოს განცხადების ტიპიური ფორმა, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად; ე)ასისტენტ-პროფესორობის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.

 

4. დამატებითი ინფორმაცია: აკადემიურ პერსონალთან წარმოშობილი შრომითი ურთიერთობა და აფილირებულობა

1.  აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ თჰუ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ.

2. ასევე, აკადემიურ პერსონალთან, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით, ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.

3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ: მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თჰუ სახელით, თჰუ - ში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება თჰუ რექტორის ბრძანებით;

4. აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება თუ: არ თანამშრომლობს არც ერთ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან; პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე;

5. აკადემიურ პერსონალთან, რომელიც არ არის აფილირებული უნივერსიტეტთან, იდება “B” კატეგორიის შრომითი ხელშეკრულება:

 

4. კონკურსში მონაწილე კანდიდატმა საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის მოწმობის ასლი;

გ) CV (რეზიუმე), ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ ენაზე);

დ) აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;

ე) პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;

ვ) ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;

ზ) ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული  სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით  დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა  და  სტატიის ამონარიდის დართვით;

თ) განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის   თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალად;

ი) კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge ;

კ) კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით;

ლ)  ღია კონკურსი ცხადდება 2019 წლის 21 მაისიდან 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

მ) საბუთების მიღება იწარმოებს 21 ივნისიდან   28 ივნისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი № 31. ოთახი  № 17, ყოველდღე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.

 

კონკურსის ეტაპებია:

ა) განაცხადის წარდგენა;

ბ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა;

 

საკონკურსო კომისიის პირველი სხდომა (წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევა) ჩატარდება 2019 წლის 29 ივნისს.

 

კონკურსის თითოეული ეტაპის შედეგები ეცნობებათ კანდიდატებს.

კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულების შემდგომ, უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საკონტაქტო პირი: თამარ გიგაშვილი   +995 579 402 402

ან მოგვწერეთ უნივერსიტეტის ოფიციალური ელექტრონული ფოსტით: thu-posta@thu.edu.ge

მსგავსი სიახლეები

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ! 02.03.2020

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

ვრცლად
საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“ 12.06.2020

საჯარო ლექცია თემაზე - „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სამართლებრივი, გეოგრაფიული და პოლიტიკური ასპექტები (XX საუკუნე)“

2020 წლის 11 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე საგანმანათლებლო პროე...

ვრცლად
საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში 05.11.2021

საერთაშორისო კონფერენცია DAAD-ის პროექტის ფარგლებში

2021  წლის 28  ოქტომბერს  DAAD-ის პროექტის, ბოლონიის ცენტრის ფარგლებში ჩატარდა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ფოკ...

ვრცლად