აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ 06.02.2020

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ

აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება აკადემიური გაცვლის შესახებ. თანამშრომლობა ითვალისწინებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლას. გერმანული და ინგლისური ენის მცოდნე სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ერთი ან ორი სემესტრით ისწავლონ გერმანიაში, აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. თჰუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს კი მოკლევადიანი ვიზიტით მიიწვევენ ლექციებისა და სემინარების ჩასატარებლად, ასევე სიმპოზიუმებში, კვლევებსა და სპეციალურ პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. ორმხრივი ხელშეკრულება აგრეთვე ითვალსიწინებს ფაკულტეტებს შორის ურთიერთსასარგებლო ვიზიტების განხორციელებას და ერთობლივი პროგრამების შემუშავებას. აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან გერმანული მხრიდან ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტი, ქართული მხრიდან კი - ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი და სამართლის ფაკულტეტი.

2019 წლის ოქტომბერში, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარის ფარგლებში, შედგა პირველი შეხვედრა ამ ორი უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შორის. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მოწვევით, თჰუ-ს ეწვივნენ გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები, მათ შორის - აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ჰოლგერ პაშედაგი. მხარეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, დასახეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების კონკრეტული გზები. 2020 წლის იანვარში კი უნივერსიტეტებს შორის ოფიციალურად გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერეს  აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - პროფ. ევა-მარია ბეკ-მოითმა და თჰუ-ს რექტორმა - პროფ. ვალენტინა საყვარელიძემ.

მსგავსი სიახლეები

პროექტი უწყვეტი განათლება 01.06.2021

პროექტი უწყვეტი განათლება

საჯარო ლექცია - „ილია ჭავჭავაძის შეხედულება დანაშაულზე“ 2021 წლის 5 ივნ...

ვრცლად
Expo Med Batumi 2022- გამოფენის ფარგლებში მონაწილე კომპანია “თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ” ჩაატარებს 24.08.2022

Expo Med Batumi 2022- გამოფენის ფარგლებში მონაწილე კომპანია “თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ” ჩაატარებს

Expo Med Batumi 2022- გამოფენის ფარგლებში მონაწილე კომპანია “თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი ” ჩაატარებს პრეზენტაციას შემდეგ...

ვრცლად