
ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ - მეორე დღე
➡ თბილისის მუნიციპლიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, ათეა-სა და საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების მხარდაჭერითა და ქალაქ ბათუმის მუნიციპლიტეტის მერიისა და სსიპ „ახალგაზდრობის რეგიონული ცენტრის“ ორგანიზებით, ბათუმში გამართული ორდღიანი ახალგაზრდული ფორუმი - ,,ადგილობრივი თვითმმართველობა სტუდენტებისთვის“ დასრულდა.
➡ შეხვედრის მეორე დღე სამუშაო რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დელეგატებმა და სტუდენტებმა მუნიციპალური სტუდენტური პროექტები და საუკეთესო პრაქტიკა განიხილეს. ღონისძიების დასასრულს კი, შემუშავდა ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც ფორუმის ორგანიზატორის, თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიისიის თავმჯდომარის - გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალურად იქნება მხარდაჭერილი და უზრუნველყოფილი.
➡ რეკომენდაციები სტუდენტებისა და ახალგაზრდების მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მაქსიმალურ ჩართულობას და მათ მხარდაჭერას გულისხმობს. დელეგეტებმა, ასევე, დაგეგმეს ცენტრალური პროექტი. რომელიც მომდევნო თვეების განმავლობაში კამპანიური ფორმატით განხორციელდება.
➡ ფორუმის ფარგლებში გამოკვეთილი საუკეთესო ინიციტივების შესახებ საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ - ნათია ღვინაშვილმაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ათეა ყოველთვის დაუჭერს მხარს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელებას.
➡ ღონისძიების მონაწილეებს, ასევე, მისასალმებელი სიტვით მიმართა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ. გენადი მარგველაშვილმა ფორუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა, დელეგატებსა და სტუდენტებს ახალგაზრდული პოლიტიკის მიმართულებით სიახლეები გააცნო და წარმატებები უსურვა.
➡ აღნიშნული ღონისძიება, 21 თებერვალს, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა, ასევე ფორუმის მხარდამჭერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გახსნეს. მათ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, დელეგატებსა და სტუდენტებს წარმატებები უსურვეს და აღნიშნეს, რომ ანალოგიური ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარებას.
➡ ახალგაზრდული ფორუმი, 2018 წლის 12 თებერვალს, თბილისში დაფუძნდა და მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
➡ ორდღიან ღონისძიებაში, 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდა წევრებმა და სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ შორის იყო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი გიგა ზოიძე
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 26 ივნისს 12:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორი იამზე თაბ...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი სამართლის მაცნე აცხადებს სტატიების კონკურსს ჟურნალის მესამე (ივლისის) ნომრისთვის
ჟურნალი გამოდის ელექტრონული სახით და ქვეყნდება ვებგვერდზე:
ვრცლადმასტერკლასი ბიზნესში
2020 წლის 3 ივლისს, 18:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გიწვევთ ბიზნესის მასტერკლასზე...
ვრცლად