
2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თჰუს საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება პროექტი - ჩვენი ჯარი
2020 წლის 19 მარტს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების ორგანიზებული პროექტი „ჩვენი ჯარი“ რომელიც 2018 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდობაში სამხედრო-პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება და საქართველოს თავდაცვის ძალების პოპულარიზაცია. პროექტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები. სტუდენტებს წარუდგენენ პრეზენტაციას საქართველოს სამხედრო ისტორიის, საქართველოს ეროვნული გმირების, საქართველოს თავდაცვის ძალების, სამხედრო სამსახურის, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის, თავდაცვისსფეროშიგ განხორციელებული რეფორმებისა და თანამედროვე გამოწვევების შესახებ.
მსგავსი სიახლეები
ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius Universi...
ვრცლადDAAD-ის ვირტუალური გამოფენა Study and Career
გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური DAAD გიწვევთ ვირტუალურ გამოფენაზე Study and Career. გა...
ვრცლად