სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე 15.06.2020

სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია სამართლის ფაკულტეტზე

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით 2020 წლის 10 ივლისს 12 საათზე გაიმართება პირველი სტუდენტური ონლაინ  სამეცნიერო კონფერენცია თემაზე „სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში“.

კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტთა შორის სამართლებრივ-ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, სტუდენტები შეძლებენ სამართლის აქტუალური  საკითხების სხვადასხვა კუთხით წარმოჩენას, მოახდენენ პრაქტიკული და კოლიზიური საკითხების სიღრმისეულ განხილვასა და ანალიზს.  კონფერენცია ემსახურება სტუდენტთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას,  წარმატებული სტუდენტების გამოვლენასა და წახალისებას.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის  სტუდენტებს. 

 

სტუდენტური სამეცნიერო  ნაშრომის შესრულების სტანდარტი: 

 

სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით, თან უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე.

 

რეზიუმეს  შესრულება:

 

  • რეზიუმეს  მოცულობა 300 სიტყვა;
  • რეზიუმე   უნდა შესრულდეს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • საკვანძო სიტყვები უნდა ჩაიწეროს ქართულ და ინგლისურ ენებზე;

 

ნაშრომის წარმოდგენის წესი: 

 

ნაშრომი უნდა გამოიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე, ნაშრომი  წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით.

 

  • სტუდენტთა სამეცნიერო ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;
  • ნაშრომი მოიცავს რეზიუმეს;
  • ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 06-10 ნაბეჭდ გვერდს.

 

სტატიისა  და რეზიუმეს გაფორმების წესი: 

 

  • შრიფტი - Sylfaen;
  • ზომა - 12; 

სტუდენტმა ნაშრომის სატიტულო გვერდზე უნდა მიუთითოს თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი - 12;  ძირითადი ტექსტი - 12. 

  • ნაშრომი უნდა იყოს მკაფიოდ სტრუქტურირებული (შესავალი, ძირითადი ნაწილი, დასკვნა);
  • ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD);
  • ციტირება უნდა განხორციელდეს შემდეგი სტილის დაცვით:
     

წიგნი: ავტორის გვარი, სახელი. წიგნის სახელიქალაქი, გამომცემლობა, თარიღი.

სტატია: ავტორის გვარი, რამდენიმე ავტორის შემთხვევაში გამოყოფილი მძიმით, “სტატიის დასახელება,“ ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი (წელი), გვერდი.

  • სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;

თითოეული გვერდი უნდა დაინომროს.

 

კონფერენციის მონაწილემ სასურველია წარმოადგინოს 15 წუთიანი პრეზენტაცია Power Point-ის პროგრამის გამოყენებით.

 

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას წარუძღვება  ჟიური, რომელიც ზემოაღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე გამოავლენს გამარჯვებულებს და გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი და სიმბოლური საჩუქრები, ხოლო რეცენზირებული ნაშრომები გამოქვეყნდება კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

 

ონლაინ სამეცნიერო კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველებმა აუცილებელია გაიარონ რეგისტრაცია და შეავსონ აპლიკაცია:

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfzMTUNt7m7cz3SD6vLgUYFJEFLNzJ3ZL3az6H6KT7XZIyU6w/viewform?usp=sf_link

 

საკონფერენციო ნაშრომის გამოგზავნის ვადა და მისამართი: 

 

დაინტერესებულმა სტუდენტმა ნაშრომი უნდა გამოაგზავნოს  მიმდინარე წლის არაუგვიანეს  28 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე lika.chig@yahoo.com

კონფერენციაზე დაშვების შესახებ კონკრეტული ნაშრომის ავტორი შეტყობინებას მიიღებს ელექტრონულ ფოსტაზე მიმდინარე წლის არაუგვიანეს 3 ივლისისა.

 

სტუდენტთა ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში“ ჩატარდება 10 ივლისს 12 საათზე პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით



დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ლია ჭიღლაშვილი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი

ტელ.: (+995) 597 54 00 46
 

გისურვებთ წარმატებებს.

მსგავსი სიახლეები

სილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან 18.06.2018

სილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან

2018 წლის 10 მარტს სს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნანა თვალა...

ვრცლად
საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება 28.02.2019

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება

საჯარო სამსახურის ბიურომ დაიწყო სტაჟირების პროგრამის მე-10 ნაკადი მიღება. პროექტის ფარგლებში ბაკალავრიატის...

ვრცლად
პირველკურსელთა რეგისტრაცია! 02.09.2023

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2023 წლის 04 სექტემბრიდან 2023 წლის 08 სექტემბრის ჩათვლით...

ვრცლად