
2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.
მასტერკლასს უძღვებოდა სამშენებლო და სარემონტო კომპანია შპს „ექშენმენ“–ის დამფუძნებელი და დირექტორი, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკონომიკის მაგისტრთა კლუბი“-ს პრეზიდენტი – ჯონი სამხარაძე. მან აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, თუ როგორი იყო მისი პირველი ნაბიჯები ბიზნესის დასაწყებად, რა იყო ძირითადი მამოტივირებელი ფაქტორი საკუთარი ბიზნესის დასაწყებად, რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება საწყის პერიოდში.
მასტერკლასის ფორმატიდან გამომდინარე, მოწვეულმა სტუმარმა რჩევები მისცა დამწყებ ბიზნესმენებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეინარჩუნო მოტივაცია რთულ პერიოდებში, როგორ მოვიძიოთ იდეები მომავალი ბიზნესისთვის, როგორ გამოვიყენოთ პოტენციური მომხმარებლებისგან მიღებული ინფორმაცია "სრულყოფილი" პროდუქტის ან მომსახურების შესაქმნელად, ასევე ის, თუ როგორ განვსაზღვროთ საბაზრო ნიშა და როგორ შევაფასოთ სწორად ახალი ბიზნესის პოტენციური ბაზარი.
შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სტუდენტებმა და სხვა დამსწრე პირებმა დასვეს კითვები როგორც მასტერკლასის მსვლელობის პროცესში, ასევე შეხვედრის ბოლოს. მთლიანობაში შეხვედრა გაგრძელდება დაახლოებით 2 სთ-ის განმავლობაში. მასტერკლასმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამის სტუდენტების მხრიდან. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მომავალში კვლავ მოვიწვიოთ ჯონი სამხარაძე, ამჯერად უკვე საუნივერსიტეტო სივრცეში, რათა დაინტერესებულ ჯგუფებს შესაძლებლობა მიეცეთ, უშუალო კომუნიკაციის დახმარებით, უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ ბიზნესის რეალური გამოწვევების შესახებ.
მსგავსი სიახლეები
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II დალოცა სტუდენტები
10 მარტს მოეწყო მსვლელობა ავლაბრის მეტროდან სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე სადაც სრულიად საქართველოს კათოლ...
ვრცლადთჰუსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
შპს „თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივე...
ვრცლადიაპონიის მთავრობის 2022 წლის სტიპენდიები (საბაკალავრო პროგრამა და მკვლევარის პროგრამა)
იაპონიის განათლების, კულტურის, სპორტის, მეცნიერების და ტექნოლოგიის სამინისტრო იაპონიის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველი სტუდენტებისთვის და...
ვრცლად